პუბლიკაციები

მოღალატის ამოცნობა შესაძლებელია…

ძალიან რთულია მოღალატის გამოცნობა, ვინაიდან მოღალატეც იცვამს მოდურად, დადის კოხტად, ძალიან ადვილად შეიძლება ის იყოს მაღალ თანამდებობებზეც, შეიძლება ის იყოს პროფესორიც, რექტორიც, ან ისტორიკოსიც, შეიძლება ფლობდეს უამრავ ჯილდოებს, ფლობდეს უმაღლეს განათლებას, იცოდეს მჭერმეტყველური საუბარი, ის შეიძლება ვიხილოთ ნებისმიერი პროფესიის ადამიანად.
მოღალატის ამოცნობა შესაძლებელია მისი გავლილი საქმიანობითა და პოზიციით, ის ყოველთვის ეცდება მისი მზაკვრული გეგმის შესრულებას, მაგრამ ამისათვის უწევს ბევრი რამის გაკეთება, ორიენტაცია მარტივია დღეს, ყველას უნდა კარიერის შექმნა, თბილი კერა, შენარჩუნება სამსახურის. ჩემთვის უფრო დამცირებაა, როცა რაღაცის დაკარგვის შიშით ჰკარგავ უზენაეს იდეას. რა მნიშვნელობა აქვს ვინ ესროლა ილიას, ან ვინ გადააგდო ტიციანი ვაგონიდან, დღეს ყველანი ვხვდებით თანამონაწილენი ღალატისა და გაცემისა, ისინი ვინც ხმას არ ვიღებთ.
მოღალატეს თუ მოღალატე არ ეძახე, მტერს თუ მტერი არ ეძახე, აფსუას აფსუა არ ეძახე და აფხაზს აფხაზი, მაშინ სხვანაირად შეუძლებელია გაუკუღმართებული ცნობიერების შეცვლა.
მოღალატეს შეიცნობთ იმ იდეების გატარებითა და დანერგვით, რასაც ოკუპანტი რუსეთი თვლის მისთვის ხელსაყრელად. კარიერა მეორეხარისხოვანია, როცა ღირსებით არ მოიპოვებ მას, როცა რწმენით არ იტვირთავ დაბრუნების იდეას, დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალში.
დაბრუნება უნდა ვაქციოთ საერთო იდეალად, ეს ლოკალური ადამიანების პრობლემა არ არის, ეს ერის საერთო იდეური სწრაფვა უნდა იყოს და მჯერა ასეც იქნება. საბჭოთა ცნობიერებამ ჩვენში მყარად ჩანერგა განჯგონებულის ცნობიერება, რომელიც ნიშნავს მოღალატის ერთგულად წარმოჩენას, მტრის მოყვარედ წარმოსახვას, ამიტომაც იყო რამოდენიმე ათეული წელი მთაწმინდაზე ესვენა ფილიპე მახარაძე, ბოლშევიკი, რომელიც ილია ჭავჭავაძის დაუძინებელი მტერი იყო.
ჩვენში უნდა დამთავრდეს კუნჭულური პატრიოტიზმი, დაბრუნება სოხუმში, დაბრუნება სამაჩაბლოში, ლოკალური კუთხის პრობლემა არ არის , ეს საერთო იდეალად უნდა ვაქციოთ. ქართველ ერს ადუღაბებს ქართული ენა, ჩვენ ტომობრივად შეიძლება ვიყოთ: აფხაზი, სვანი, მეგრელი, კახელი, გურული, ფშაველი, ხევსური, იმერელი და ა.შ მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ ეროვნულად ქართველები ვართ, ერთი კუთხის გასაჭირი კი საერთო ერის გასაჭირი უნდა იყოს, ასეც იქნება. მწამს ერთიანობისა და გამარჯვების.

რომან საჯაია

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

კალას სკოლის დღიურები

იმედის ერთი ნაფლეთი — სითბო

არაფერი სათაურის გარდა

დატოვე კომენტარი