covid-19

მოქმედების ვადა 6 თვით გაუხანგრძლივდება კანონს, რომელიც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას აძლევს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას პანდემიის დროს სხვადასხვა შეზღუდვის დაწესების უფლებას საკანონმდებლო ორგანოს ჩართვის გარეშე აძლევს, მოქმედების ვადა 6 თვით გაუხანგრძლივდება. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირების შესახებ ინფორმაცია მედიას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მიაწოდა: „ბოლო პერიოდის ეპიდტენდენცია ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება დროული და რელევანტური იყო. ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალება, ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონმა მისცა, რომლის მოქმედების ვადა, როგორც გახსოვთ, იანვრამდე განისაზღვრა. ეს ვადა სულ რამდენიმე დღეში იწურება, რის შემდეგაც, პროცესის მართვა მის გარეშე გაძნელდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება”, — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან იმედი გამოთქვა, რომ შემდგომში კანონის მოქმედების ვადის გაზრდა საჭირო აღარ გახდება: „იმედი გვაქვს, რომ შემდგომში ამ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება აღარ მოგვიწევს, რადგან 6 თვე არის ის გონივრული დრო, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. ამავდროულად კი, წერტილოვანი შეზღუდვებით დაინფიცირების შემთხვევების მინიმიზაციას შევძლებთ და შევაჩერებთ ვირუსის გავრცელების მზარდ ნეგატიურ ტენდენციას.-განაცხადა ხუნდაძემ

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

roma sajaia

გლობალური ვაქცინაციისთვის 100 მილიარდზე მეტი დოლარი იქნება საჭირო

1186 ახალი კოვიდინფიცირებული

დატოვე კომენტარი