covid-19მსოფლიოში

მოსკოვის წმ. გიორგის ქართული ეკლესია მრევლისთვის დაიკეტა

მოსკოვში მცხოვრები ქართველების თქმით, რუსეთის დედაქალაქში მოქმედი ქართული ტაძარი მრევლისთვის გუშინწინ დაიხურა. მიზეზი კი კორონავირუსია.

Paqtebi.ge-ს ცნობით, ტაძარში მომსახურე სასულიერო პირთა ნაწილს დაუდასტურდა კორონავირუსი.  წყაროს თქმით, მოძღვარი, მამა თეოდორე გართულებულ მდგომარეობაში გადაყვანილ იქნა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში.

ინფიცირებულთა შორის არიან მგალობლებიც.

მოსკოვის ქართულ ეკლესიაში კორონავირუსის მასიური გავრცელების მიზეზი გახდა ის, რომ პანდემიის პირობებში ტაძარი აგრძელებდა მსახურებას და არც ერთი დღე არ დაკეტილა როგორც სასულიერი პირთათის ასევე მომლოცველებისთვის.

ამჟამად ტაძარი დაკეტილია და იქ წირვა-ლოცვანი დროებით შეწყვეტილია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ახალი რეგულაციები თბილისის მეტროპოლიტენში

ავღანეთში, „თალიბანის“ საწინააღმდეგო აქციაზე 3 ადამიანი დაიღუპა

1928 ახალი კოვიდინფიცირებული

დატოვე კომენტარი