სკანდალი

მოსკოვის ქართულ ეკლესიაში განხეთქილებაა

მოსკოვის წმ.გიორგის ქართული ეკლესია, რომელიც ვახტანგ VI-ის შვილმა, ბაქარმა ააშენა მრავალი ჭირ-ვარამის მომსწრეა. კომუნისტების დროს იქ არსებულმა ტექნიკუმმა ის სათავსოდ გადააქცია. მე-20 საუკუნის ბოლოს მოსკოვის სათვისტომოს მეშვეობით ეკლესიამ პირვანდელი სახე დაიბრუნა და წირვა-ლოცვა აღდგა ისევ ქართულ ენაზე. აღნიშნული ეკლესია  ქართველთა გაერთიანების სიმბოლო გახდა, რაც არ შედიოდა რუსეთის გეგმაში. ეს ეკლესია საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. წმ. გიორგის ეკლესია ერთადერთ კუნძულს წარმოადგენდა რუსეთში მცხოვრები ქართველებისათვის.

როგორც ყველა სფეროს, ეკლესიასაც დაეტყო რუსული გავლენა.   დაახლოებით 10 წლის წინ,  საქართველოდან მივლენილი პატრიოტი ქართველი,  მამა მაქსიმე რუსეთის საპატრიარქოს მოთხოვნითა და იქ მყოფ მომლოცველთა თხოვნის იგნორირებით საქართველოს საპატრიარქომ უკან გამოიწვია. მას მერე მოსკოვის ქართული ეკლესიის მრევლში შურმა, ღალატმა, სიძულვილმა დაისადგურა, რაც დღემდე მოსდევს თან. რამდენიმე წლის წინ მოსკოვის ქართული ეკლესიით, მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიებზე სავაჭრო ობიექტების გახსნით დაინტერესდნენ.  ამ ყველაფერს რესტორნის გახსნაც მოჰყვა. ეკლესიის მრევლი ამბობს, რომ მძიმე მარხვების დროს ეკლესიის ეზოში რესტორნიდან გამოსული მწვადისა და ხინკლის სუნი ტრიალებდა.

ამ დაპირისპირების ფონზე სულ უფრო და უფრო მცირდება ეკლესიის მრევლის რაოდენობა. დაქსაქსული მრევლი დახმარებას საქართველოდან მოელის მაგრამ ამაოდ, რადგან მათთვის საქართველოს  საპატრიარქოში არავის სცალია. ამ ყველაფერს სათავისოდ იყენებს რუსული მხარე და ანტიქართულად განწყობილი მამა თეოდორე (отец Фёдор) აგრძელებს თავის რუსულ საქმეს.

ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს. ნეტავ როდის გვეშველება?

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

საქართველოში ირანის მოქალაქე დააკავეს

Joni Kvaracxelia

ქართულმა ოცნებამ ბიუჯეტიდან 25 მილიონი გაფლანგა

Joni Kvaracxelia

რატომ დაგვიმალა საპატრიარქომ ქართველი ხალხის მხარდასაჭერი მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეს წერილი? (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი