ანალიტიკაპუბლიკაციები

«მოსკოვისთვის სასურველი კანდიდატის ინაგურაციას «დაემთხვა» უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენა, რაც მოსკოვისთვის უზარმაზარი გეოპოლიტიკური დარტყმაა»

დაიწყო ოპოზიციის მიზანმიმართული რეპრესიები.
ზოგი ციხისთვის არის გამიზნული ზოგი დისკრედიტაციისთვის. მოსკოვს და პუტინს დრო ცოტა აქვს. ბევრი უნდა მოასწრონ. 
იანვრიდან კონგრესში არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატები დაიკავებენ პოზიციებს და დაიწყება ფართომასშტაბიანი კამპანია ტრამპის პოლიტიკური კარიერის წინააღმდეგ, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ყოფნის მის რამდენიმე იმპიჩმენტს. მისი კავშირები რუსეთთან, რუსი ოლიგარქების კრიმინალური ფულის გათეთრების სქემები, ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ტყუილები. მოკლედ არნახული სკანდალი მწიფდება.
ეს კი ნიშნავს იმას რომ მოსკოვი დაკარგავს თავის «კაცს» თეთრ სახლში.
მთელი მომავალი წელი მსოფლიოს ყურადღება იქნება მიმართული ამერიკისკენ და ამ პერიოდში მოსკოვმა როგორმე უნდა გააფორმოს ან საქართველოს სამართლებრივი დაქუცმაცება, ან საქართველოს მონარქიზაცია, ან კიდევ რომელიმე ფორმით მოახერხოს მისთვის უმთავრესი მიზნის მიღწევა.- გამოაცალოს საქართველო აბრეშუმის გზას ნებისმიერი ფორმით.
გამოაცალოს ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ კულტურულად, ესეც თუ არ გამოვიდა გაიმაგროს თავისი კაპიტალის პოზიციები სამართლებრივად ისე რომ არ დაკარგოს საქართველოზე ეკონომიკური კონტროლი, აბრეშუმის გზის ამუშავებითაც ისევ მოსკოვის ოლიგარქია რომ აკონტროლებდეს უზარმაზარ ფინანსურ ნაკადებს რომელიც ამ გზაზე გაივლის.
ამ მიზნისთვის მოსკოვი უკან არ დაიხევს არაფერზე.
ყველანაირ სამართალს, კონსტიტუციას და მორალს დაარღვევინებს თავის სატელიტებს. ყველანაირ რეპრესიებზე წავა, რამდენადაც ხელი მიუწვდება, ოპოზიციის ჩამიჩუმი რომ არ ისმოდეს.
ბოლშევიკების თარეში საუკუნის წინ იმიტომ იყო შესაძლებელი რომ არსებობდა მაშინდელი დასავლეთის მდუმარე თანხმობა ასეთი ფორმის რუსეთი რომ არსებულიყო. მოსკოვში ბრწყინვალედ იციან რომ თუ გარედან არ ექნებათ მხარდაჭერა ეს იმპერია მოკვდება, ამიტომ იზრუნეს რომ ჰყოლოდათ ამ ფორმის რუსეთის მსურველი ძალების მხარდაჭერა, ამ ძალებს დღეს განასახიერებს სწორედ ტრამპი.
ოღონდ ასე იოლადაც არ არის მოსკოვის საქმე. მოსკოვისთვის სასურველი კანდიდატის ინაგურაციას «დაემთხვა» უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენა, რაც მოსკოვისთვის უზარმაზარი გეოპოლიტიკური დარტყმაა და რაც მას გეგმების კორექტირებას აიძულებს. მოსკოვის ყველა ქმედებაზე ადეკვატურად პასუხობს დასავლეთი. მომავალი წლიდან შევდივართ გადამწყვეტ ფაზაში.
ოპოზიციას კი ფუნდამენტურად აქვს შესაცვლელი მიდგომები. სწორედ ოცნებას უნდა გამოაცალოს დაბნეული ელექტორატი ოპოზიციამ და თავის მხარეზე მიიზიდოს წარმატება თუ უნდა. ეს რთულია ნამდვილად, ოღონდ არა შეუძლებელი. რთული ამოცანების შესრულების უნარი თუ არ არის, მაშინ არც პოლიტიკით დაკავებას აქვს აზრი.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

არავისი თანხმობა და ნებართვა არ მჭირდება…

„საბეჭდი მანქანა“ — კრიმინალების მიერ შექმნილი ამჟამინდელი პირველი წინამორბედი

კრემლის თამაშები თვითგამორკვევით

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი