ოკუპაცია/დევნილებიფოტო/ვიდეო

მოსახლეობის გარეშე დარჩენილი დრანდა (ფოტოკოლაჟი)

უნდა დაგაღონოთ, უკვე მერამდენედ… 14 აგვისტო ახლოვდება…

ჩემმა კოლეგამ და უსაზღვროდ დამწუხრებულმა დედამ — მანანა ჭანტურიამ ინატრა: ჩემი სახლი შორიდან მაინც დამანახაო…

აჰა, მანანა, ჩათვალე, რომ შორიდან დაინახე… ასე სჯობს…

აფხაზეთის დამკარგავ საქართველოს დასანახად:

აფხაზეთი. დრანდა. უძველესი მონასტერი და უადამიანებოდ დარჩენილი ქალაქი.

ქრისტიანული ეკლესია და ადამიანების მიერ ომის დროს მიტოვებული უზარმაზარი მრავალსართულიანი სახლები.

როგორც კი ეს თანამედროვე ნანგრევები დავინახე მიკროავტობუსის ფანჯრებიდან, მძღოლს მაშინვე გაჩერება ვთხოვე.

როგორც კი ჩამოვხტი სამარშრუტოდან, უცებზე გზის პირას სავალალო მდგომარეობაში  ომში დაცემულთა მემორიალი დავინახე. არანაირი მარადიული ცეცხლი, როგორც ჩანს დიდი ხანია აღარ არის. მისი ადგილი დახშულია — საჭირო გაზის თანხაზე, ალბათ ხელი ვერ მიწვდებათ.

პირდაპირ გზის პირას, რომელიც უსპენსკის დრანდის მონასტრისკენ (როგორც ჩანს, ასე ქვია ამჟამად) მიდის, დავინახეთ კიდევ ერთი მემორიალი.
საინტერესოა, რისთვის ააშენეს, თუ მისი შენახვის საშუალება არ ჰქონდათ?

აბა, ვინ აუხსნით ამ ტურისტებს, რომ ეს თავის დროზე ქართველების მიერ გაკეთებული ხსოვნის მემორიალებია და არა ვინმე სხვისი (ქ.ჩ.)

თუმცა, როგორც ჩანს საქმე დამანგრეველ დროის ზეგავლენაზე არ არის და არც ბუნებრივ მოვლენებზე. ტაბლოები აშკარად ადამიანების მიერ არის ჩამონგრეული. თავიდან რაც გონებაში ამომიტივტივდა: ესენი ქართველი პატრიოტები იყვნენ…

აი, ასე მშვიდად და მშვიდობიანად გამოიყურება ყველაფერი.
როგორ შეეძლოთ ადამიანებს აქ ეომათ?

ეს ფილატოვების ყოფილი სახლი უნდა იყოს, კვიტატიენების სახლის წინ. ვისაც შეგიძლიათ, გამისწორეთ (ქ. ჩ.)

საღამოვდება. ტაძრის მიდამოებში მომსვლელები არ ჩანან, მხოლოდ მორჩილები ტრიალებდნენ, სამეურნეო საქმეებით არიან დაკავებულები, ჩაქუჩებით რაღაცას უკაკუნებენ და ურიკებს ექაჩებიან. როგორც ჩანს რეკონსტრუქცია მიდის. ტაძრისთვის გარედან ევრორემონტი გაუკეთებიათ, მაგრამ სრულიად უმსგავსო ფანჯრები ძველი წყობით დაუტოვებიათ, მათი ჭკუით იმის მიმანიშნებლად, რომ ტაძარი ძალიან დიდი ხნისაა.

დიახ, აშენებული.
ბევრი მკვლევარის აზრით დრანდის ტაძარი ის ნაგებობაა, რომელიც ბიზანტიური წყაროების მიხედვით, პროკოფი კეისარიელის მიერ იმპერატორ იუსტინიანე დიდებულის დროს მეექვსე საუკუნეშია აშენებული.

შუა საუკუნეებში დრანდა ეპისკოპოსის რეზიდენცია იყო, მისი საეკლესიო ძალაუფლება კოდორიდან ანაკოპიამდე (თანამედროვე ტუაფსე უნდა იყოს) ვრცელდებოდა.
ეკლესიას ეკუთვნოდა მსხვილი მამულები, აწარმოებდა გაცხოველებულ ვაჭრობას ხე-ტყით და საქონლით. თურქების ბატონობისას ეკლესია ძალიან დაზიანდა და მოგვიანებით გასული ორი საუკუნის განმავლობაში არერთხელ იქნა რესტავრირებული.

1883 წელს ახალი თაონიდან ჩამოსულმა ბერებმა დააფუძნეს ტაძართან მამათა მონასტერი. მეოცე საუკუნეში დრანდის მამათა მონასტერი რუსეთის იმპერიაში კარგად იყო ცნობილი. აქ 300-ამდე ადამიანი ბინადრობდა.

ყველა რესტავრაციის და გარდაქმნების შედეგად ტაძრის პირვანდელი სახე ძალიან შეიცვალა, ამჟამად მოხატულობის ნაკვალევიც არ არის დარჩენილი.

ეს საფლავები მონასტრის ტერიტორიაზეა.

როცა ცენტრალურ გზაზე ვბრუნდებოდით მოშორებით ხეებს შორის ღრიჭოებში კვლავ დავინახეთ ეს საძაგელი სანახაობა: საცხოვრებელი რაიონი.
თუმცა უკვე საღამოს შვიდი საათი ახლოვდებოდა, აფხაზეთში საღამოობით ტრანსპორტი ჭირს, ვერ შევძელით ამ „მკვდარ ქალაქში“ შესვლა.

არადა, აღმოჩნდა, რომ სულ მთლად მკვდარი არ ყოფილა.
უკვე მგზავრობის დასასრულისთვის გზაზე ჩვენს საპირისპიროდ მომავალი ბოშა ქალი ვნახეთ.

მსხვილ პანელის სახლების გვერდზე ამ ნაგებობას ეტყობა ერთ დროს მაღაზია იყო, ახლა აქ არავინაა.

აქ სადღაც ძალიან ახლოს, როგორც ჩანს, სოხუმის აეროპორტია, ნახეთ „კუკურუზნიკი“ — ან-2 ეშვება.

რასაც ხედავთ ამის მიუხედავად აქ ცხოვრობენ.
ოთხი ოჯახი, საქართველოს მთიანი რაიონებიდან ჩამოსულები, არც კანალიზაცია, არც ელექტორბა.
ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ მართალია მილები სახლის კედლიდან პირდაპირ გაუყვანიათ, სრულიად შეუფუთავად. და არაუშავს, რომ დერეფნები და ფანჯრები დაობებული და დახავსებულია, შუშები და კარები თითქმის საერთოდ მთელ სახლში არ არის. რუსეთის მთავრობა არც თუ მოკრძალებულ პენსიას უხდით: ცხოვრება შეიძლება. — ასე გვითხრა ერთ კარს მიყრდნობილმა მარტოხელა ბებიამ.

ხოლო ბოშებიბ, ამავე ბებიას ცნობით,  აქ გზის მეორე მხარეს დაფუძნებულან.

ერთ-ერთი სახლის სადარბაზოსთან მოზარდების ჯგუფი ხმამაღლა გნიასებდა, ცოტა არაადექვატურად იქცეოდნენ, იქ მისვლა ვერ გავბედეთ.

ვიღაცეებს დერეფნებში პლასტიკური ჩარჩოებიც კი გაუკეთებიათ. ასე, რომ ცხოვრება ნელ-ნელა დაბრუნდება.

შეღამდა. კვლავ ცენტრალურ გზაზე გამოვედით…

სოხუმისკენ  გზად მიმავალ მანქანაში ჩავჯექით. საჭეს ქართველებთან მებრძოლი ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაური უჯდა. მისი თქმით, არც სულ მთლად რიგითი ჩინი, ომში მსხვილი ქვედანაყოფის მეთაური.

სამწუხაროდ, გზა მოკლე აღმოჩნდა. წესიერად ვერაფერი გამოვკითხეთ  და ფოტოც ვერ გადავუღეთ, ძალიან ბნელოდა. სოხუმში დიდ და ძალიან ლამაზ დახლთან გაჩერდა… იქ დავემშვიდობეთ.

ცუდია, მისი მონათხრობიდან გამომდინარე ლეგენდარული პიროვნება პირველი პირიდან შეიძლებოდა დაწვრილებით გაგვეგო… ამას დღემდე ვწუხვარ.

დიახ, ვტირივარ ჩემს წილ აფხაზეთს…

ჩემს სიცოცხლეს რომ იქ გავატარებდი მეგონა…

14 აგვისტო მოდის, რომელს არ დაგდინდებათ ცრემლი…  ჩემს თენგიზ ზარანდიას რომ ცოდნოდა თავს წირავდა ასეთი აფხაზეთისთვის… უკან მაინც არ დაიხევდა… რომ არა აფხაზეთს ზვარაკად შეწირულები, წუთით არ ვინანებდი არაფერს, რაც იქ დავკარგეთ… ჩემი ქმარ-შვილის ხელით აშენებული სახლი, მომხდურების მიერ ვერ გაყოფილი მანქანები, ტრაქტორი, ველოსიპედები… უჯრაზე ოქროს საათი, რათა მგზავრობისას გზაში არ დამკარგვოდა… ისე დავტოვეთ აფხაზეთი, ცრემლი არ დამდენია… ყოველი ცოცხალის დანახვა სიხარულით მავსებდა… გაუგონარი სისასტიკე რით დავიმსახურეთ. რატომ არ დასვამენ შეკითხვას: რა დაგვიშავეს ქართველებმა? — მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ აფხაზეთის მიწა-წყალი ისტორიულად ჩვენიც არისო, რომ ვამბობდით და მეცნიერების განსახილველი და სადაო ჩვენ გადავწყვიტეთ ცეცხლით და მახვილით.

 

P.S. ვწუხვარ ავტორს ვერ მიგავენი, იქნებ თქვენ ნახოთ.

წყარო: livejournal.url

ქეთევან ჩემია

Loading…

მსგავსი პოსტები

შურისძიება ქართველ სამხედროებზე

Joni Kvaracxelia

ცვლილებები მთავრობაში — კვირიკაშვილის განცხადება (live)

აფხაზეთში მოქვის ტაძარი ნადგურდება…დაზიანებულია ტაძრის გუმბათიც

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი