განცხადებებიომი უკრაინაში

მომდევნო 100 წლის განმავლობაში რუსეთთან შერიგება და თანამშრომლობა არ იქნება-დენის შმიგალი

მომდევნო 100 წლის განმავლობაში, რუსეთთან არც შერიგება და არც თანამშრომლობა იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. “შერიგება, თანამშრომლობა — არა, არა მომდევნო 100 წლის განმავლობაში. რუსეთი ჯერ უნდა შეიცვალოს, მოხდეს დემოკრატიზაცია, დემილიტარიზაცია და დენუკლეარიზაცია», — აღნიშნა შმიგალმა. ამასთან, უკრაინის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით. „ერთადერთი კომპრომისი რუსული ჯარების სრული გაყვანაა 1991 წლის საზღვრით დადგენილი უკრაინის ტერიტორიიდან. რუსებმა უნდა შეწყვიტონ სროლა, შეწყვიტონ აგრესია და გავიდნენ ჩვენი ტერიტორიიდან. მჯერა, რომ საზღვრების შეცვლა ევროპისთვისაც მიუღებელი კომპრომისი იქნება“, — განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

„ანგელოზები ხელის გულით მიიყვანენ წამებულ გოგონას ყველაზე დიდ სიხარულში»-დედა სიდონია

«რუსული, უფრო ზუსტად პუტინური გეგმა , ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ…»-თაკო ჩარკვიანი განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

«გაბრაზება მე რომ ვიცი, მაგათ ეგეთი არ დაესიზმრებათ»-ქეთათო პოპიაშვილი რუსთაველზე აქციის ორგანიზატორებს უპირისპირდება

დატოვე კომენტარი