განცხადებები

“მოთმენა აღარ შემიძლია, სიმართლე უნდა ვთქვა…სანამ განმსჯით ჯერ წაიკითხეთ” -გივი სიხარულიძე «რუსთავი2»-ზე

მსახიობი გივი სიხარულიძე “რუსთავი 2”-ს გარშემო მიმდინარე  მოვლენებს გამოეხმაურა:

“მე არცერთი მთავრობის მომხრე არა ვარ – არც “ნაცების” და არც “ოცნების”, მაგრამ ეს ტელევიზია, რომელიც მართლაც პროფესონალების ტელევიზიაა, ბოლოს ვაკჰანალიად გადაიქცა და არანიარი წესი და რიგი აღარ არსებობდა.
“ერთია საქმის ცოდნა, მაგრამ ყველაზე არასაპატიოა, როცა

ამ საქმეს სპეციალურად ამახინჯებ და ვიღაც პარაზიტი პარტიის ხაზს ატარებ.
“მითხარით, ნორმალური ადამიანის ფსიქიკაში ჯდებოდა, გვარმია და გაბუნია დედას ორშაურად რომ იგინებოდნენ პირდაპირი ეთერიდან, ასეთი რამე მსოფლიოს რომელ ტელევიზიაში ხდება? მითხარით.

“მაგრამ, რა გინდა რომ გააკეთო, ერთი ანდაზისა არ იყოს – ბრძენის გამკითხავად ბრიყვი დაუყენებიათ, ბრიყვის განმკითხავად განუკითხაობაო, ისე არის ჩვენთან. ახლა სტარსბურგი აღარ მოსწონთ, ყვირიან, ეგ გაფუჭებული და მოსყიდული სტრასბურგიო, მაშინ, როცა მაგათი საქმე გადადო, სტრასბურგი იყო საოცრება და მთელ ხმაზე გაჰყვიროდნენ, აი სად არის სიმართლეო.

“ახლა სარედაქციო პორლიტიკა არ შეიცვალოსო, მე რომ ვიყო ახალი დირექტორი და მივიდე, როგორც ფიქრობთ, რაც ცუდია არ შევცლიდი? პროფესიონალებს დავტოვებდი და რადიკალებს გავათავისუფლებდი, ტელევიზია, მართლაც დედის ორშაურად გინება ხომ არ არის.

“ახალმა მენეჯერმა ისეთი პოლიტიკა უნდა გატაროს, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს და არ მოატყუოს.
“ახლა ოქრუაშვილი გამოდის და ამბობს ჩემია ეს ტელვიზიაო, ერთი კითხეთ საიდან ჰქონდა 7 მილიონი, ვაშლი გაყიდა გორში, წიწაკა, თუ ნიორი. პირველ რიგში პასუხი ამაზე უნდა აგოს”

წყარო: samegrelo.club

Loading…

მსგავსი პოსტები

«შესაძლოა ვირუსი უხანის ბაზრობაზე გამოჩენამდეც არსებობდა»

ნაციონალების სტრატეგია დესტაბილიზაციაა — გიორგი ვოლსკი

ახალი არჩევნების გარეშე არანაირი შეთანხმება არ შედგება-სერგი კაპანაძე

დატოვე კომენტარი