განცხადებები

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემტური გამოსვლები-ისრაელის ელჩი რან გიდორი

ზუსტად ერთი კვირის წინ გამოვხატე ჩემი სურვილი და იმედი, რომ ახალ წელს შევხვდებოდით კიდევ უფრო მტკიცე რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არა აქვს.
სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტი-ებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს.
როდესაც კარკაძემ ზემოაღნიშნული ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, ორი კვირაც კი არ იყო გასული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის და წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული ძალზედ სადავო და პრობლემური ქადაგებიდან, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური,.
მე ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში უკვე საკმარისად დიდი ხანი ვიმყოფები იმის გასაცნობიერებლად, რომ ქართველების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ასეთ შემზარავ შეხედულებებს. ქართველებს დამსახურებლად აქვთ მოპოვებული სტუმართმოყვარე ადამიანების სახელი მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ ცხოვრობს საქართველოში წარმატებული ებრაული საზოგადოება 2 ათასწლეულზე დიდხანს და, სწორედ ამიტომ, აქ ყველაზე ნაკლებად შეეხო მას ანტისემიტიზმი, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაში.
30 წლის წინ, მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ისრაელი — ებრაული სახელმწიფო — ისწრაფის, რომ სათანადოდ დაუბრუნოს მას ეს სიკეთე და გამოხატავს მადლიერებას, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებით ადგილობრივ ეკონომიკაში, 1500-ზე მეტი ქართველის გადამზადებით ისეთ სფეროებში როგორიც არის მედიცინა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მაღალი ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებითა და კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გაწევით.
2019 წელს საქართველოს ისრაელიდან ტურისტების რეკორდული რაოდენობა, 200,000 სტუმარი ეწვია. ეს არის ტურისტების ყველაზე დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მას უშუალოდ არ ესაზღვრება. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ მათ კვლავ კეთილი განწყობით ელიან და რომ იყო ებრაელი საქართველოში ყოველთვის იქნება საამაყო და არა სასირცხვილო.
მიმდინარე თვეში, 27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს.
როგორც ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა: «ერთადერთი რამ, რაც აუცილებელია ბოროტების ტრიუმფისთვის, არის ის, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ“.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა შეაჩეროს ანტისემიტიზმის აღმოცენება ამ ქვეყანაში.

Loading…

Statement of the Ambassador of Israel to Georgia, Ran Gidor:
Exactly one week ago I expressed my wish that the new year would be welcomed with a public reassurance that the friendship between Georgians and Jews is as strong as ever, and that anti-Semitism, racism and bigotry have no place in Georgian society.
Unfortunately, that was not the case. On Monday 4th January, Ilia Karkadze, a deacon at the Trinity Cathedral in Kutaisi, spewed several antisemitic conspiracy theories which were reminiscent of some of the worst blood-libels and anti-Jewish hate propaganda of 1930s Europe.
Karkadze’s antisemitic speech was made merely two weeks after Ioane Gamrekeli, the Metropolitan of the Kutaisi-Gaenati Diocese and a member of the Holy Synod, had delivered his own highly controversial and problematic sermon, parts of which could have been interpreted as anti-Semitic.
I have been in this wonderful country long enough to realise that the vast majority of Georgians do not share these horrendous views. It is not for nothing that Georgians have gained a world-wide reputation for their famous hospitality and love of strangers. Likewise, a thriving Jewish community has existed in Georgia for over 2 millennia and has encountered less anti-Semitism than in most other countries.
Since the re-establishment of independent Georgia 30 years ago, Israel — the Jewish State — has sought to reciprocate that kindness and express our gratitude by investing in the local economy, training over 1,500 Georgian women and men in Israeli medicine, agriculture, education and hightech, by organizing numerous humanitarian projects and by assisting Georgia in its fight against the COVID19 pandemic.
In 2019 a record number of Israeli tourists arrived in Georgia — 200,000 — the biggest group of any country which is not an immediate neighbour to Georgia. They came here in the hope that they were still welcome and that being Jewish in Georgia would continue to be a source of pride — rather than shame.
The International Day of Commemoration of the Holocaust will take place later this month (27th January). As the Ambassador of Israel and as a son of a 91-year-old Holocaust survivor I call upon the Georgian government to make its voice heard loud and clear in condemnation of those hateful anti-Semitic speeches. Moreover, whereas I welcome Metropolitan Ioane Gamrekeli’s strong condemnation of Ilia Karkadze speech and clarification of his own previous problematic statement, I would still hope that His Holiness, Ilia 2nd, the Catholicos-Patriarch of All Georgia, who has always professed his sincere friendship towards the Jewish people, will also himself reiterate a much-needed message of tolerance and rejection of all forms of anti-Semitism, racism and bigotry.
As history has demonstrated time and again: «“The only thing necessary for the triumph of evil is for good men to do nothing.”
I am confident that the Georgian authorities will take all appropriate action in order to stem the rise of anti-Semitism in this country.

 რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში

paqtebi.ge

 

მსგავსი პოსტები

გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს — რეჯეფ თაიფ ერდოღანი

Joni Kvaracxelia

ილია მეორე ჩეხეთის ეკლესიის მეთაურს სამძიმრის წერილს უგზავნის

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ს მიმართვა გაავრცელა

დატოვე კომენტარი