განცხადებები

«მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად! ლელო დგას ხალხთან ერთად!»-მამუკა ხაზარაძე

«მეგობრებო! დღეს, საქართველოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი არაფრად აგდებს საქართველოს მოსახლეობას, არღვევს მათ წინაშე დადებულ პირობას და უარს ამბობს პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე.

დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი, სწორედ აქ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთია და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ახალგაზრდების ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას!

მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად! დავდგეთ იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტია.

ჩვენ ვდგავართ ახალგაზრდებთან ერთად!
ლელო დგას ხალხთან ერთად!»-განაცხადა «ლელოს» დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

შსს-ს სპეციალური განცხადება ზუგდიდში დაკავებულ ენმ-ს აქტივისტებზე

Joni Kvaracxelia

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნე დონბასია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება ბ-ნ მელიას სასარგებლოდ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი