განცხადებებიპოლიტიკა

«მოგვცეს გარანტიები, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით»-სენატორი ჯიმ რიში

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშმა, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, «ამერიკის ხმასთან» ექსკლუზიური ინტერვიუ  ჩაწერა.

«ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა, რომ წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. ჩვენ გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა.

თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა და მე დარწმუნებული ვარ, ქართველებს სურთ თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ამ საქმეში ჩვენ გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ»

«ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას. 2012 წელს, როცა მე საქართველოში ვიყავი, ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა. ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ»-განაცხადა სენატორმა.

ინტერპრესნიუსი

Loading…

მსგავსი პოსტები

«რამდენიმე ზონდერმა, ვიდეოკამერის წართმევის მიზნით, იმდენი მირტყა, რომ მარჯვენა ხელის მყესი გამიწყდა. გვირტყამდნენ ხერხემალში, თავში…»-ირმა ინაშვილი

«მიწის ქვეშიდან ამოვთხრი და ათჯერ უფრო ღრმად დავმარხავ მას, ვინც ჩემ ოჯახს გაეკარება და თუნდაც რამე ზიანის მიყენებას გაიფიქრებს!!!!» — ვინ ემუქრება დავით ქაცარავას?

«მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობასა და აყვავებას ვუსურვებ»-ალიევი ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დატოვე კომენტარი