განცხადებები

მიხეილ სააკაშვილი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა

საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პუტინის განცხადებაზე კომენტარი გააკეტა სადაც მიმართა პუტინის მიერ მართულ ქართველებს: იმ ქართველებს მინდა მივმართო, ვინც დაიჯერა და უაზროდ იმეორებს რუსულ პროპაგანდას ჩემს მიმართ, ვწუხვარ, რომ ამდენი წელი, პუტინი გატარებთ თავის ჭკუაზე და იქნებ საკუთარ ჭკუას მოუხმოთ.

პუტინს, მთელს რეგიონში, საკუთარი თავისთვის მთავარ საფრთხედ მე მივაჩნივარ და მუდმივად ამას უსვამს ხაზს!”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიულ ტელეკომპანია ORF-თან განცხადება გააკეთა:

“ჩვენ გვჭირდება ადამიანები პოზიტიური დღის წესრიგით და რუსულ პოლიტიკურ სცენაზე არ არიან საჭირო ისეთი ადამიანები, რომლებიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჰგვანან”,
“არ გვინდა, რომ კიდევ ერთი, მეორე, მესამე, თუ მეხუთე სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შემოგვტენონ. არ გვსურს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე ახალი სააკაშვილი გამოჩნდეს”, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

ეპიდვითარება უარესდება-ამირან გამყრელიძე

«გიჟი მიხეილ სააკაშვილი რას ლაპარაკობს რა მნიშვნელობა აქვს?»-ზაზა პაპუაშვილი

«დაგვიძახეთ თხოვნით ქისტებს ნამოხვანში და წერტილს დავსვავთ 2 საათში მშენებლობას»-მაჩალიკაშვილის მიმართვა

roma sajaia

დატოვე კომენტარი