განცხადებები

მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს ქუჩაში შეკრებილი ახალგაზრდების კრიტიკისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

«მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა მომხრეს, შეიკავონ თავი ქუჩაში შეკრებილი ახალგაზრდების ნებისმიერი კრიტიკისგან. შეიძლება თქვენი მოსაზრებები ყველაფერში არ ემთხვეოდეს შეკრებილთა ნაწილის აზრებს, შეიძლება რაღაც გაღიზიანებთ კიდეც, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ისინი, ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტი საზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას ივანიშვილის პროპაგანდა ავრცელებს, ისინი არიან თავისუფლებისა და ღირსების მატარებელი, ჩვენი თანამემამულეები, თავაწეულები და ლაღები. ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას და ძალმომრეობას და ამიტომ სწორი აქცენტები აქვთ. მე, პირადად, მომწონს და ვამაყობ ქართველი ახალგაზრდებით.“- წერს სოცქსელის საკუთარ გვერდზე სააკაშვილი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ახლა არის დრო შეიცვალოს ზუგდიდის მერი და მოისპოს კორუფციული სქემები-სანდრა რულოვსი

«ბაბუაჩემი ბრუნდება თავის სამშობლოში, ეს ახდენილი ოცნებაა…»-გენერალ კვინატაძის შვილიშვილი

roma sajaia

«ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ ნიკა მელიას და 20-21 ივნისის დამნაშავეებს საერთო ამნისტია უნდა შეეხოთ-დავით ჭიჭინაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი