მსოფლიოში

მიწისძვრა ირანში: დაზარალებულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 529 მძიმედ დაშავდა ირანის ჩრდილო-დასავლეთით მოხდარი მიწისძვრის შედეგად. ინფორმაციას მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო IRNA.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამი ადამიანის დაღუპვისა და 20-ს დაშავების შესახებ, თუმცა მოგვიანებით ეს რიცხვი საკმაოდ გაიზარდა.

ირანის პროვინციის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, ფარზად რახმანის თქმით მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 5 და დაშავებულია 529 ადამიანი, რომელთა შორის 31 იქნა ჰოსპიტალიზებული ხოლო დანარჩენს ჩაუტარდა ამბულატორული მკურნალობა, რომლის შემდეგან გაწერილიქნენ.

შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა 5,8 მაგნიტუდის სიძლიერით მოხდა ირანის ჩრდილო-დასავლეთით, პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

უკრაინის კოვიდკლინიკაში ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ორბანის პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა კენჭისყრას ნატოში შვედეთის წევრობის რატიფიკაციის შესახებ

აშში ტორნადოს შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი