განცხადებები

«მიშისტებო და ბიძინისტებო ვერ მოგართვით, თქვენს დაკრულზე ვიცეკვო»-უსუფაშვილი

«შენების მოძრაობის» ლიდერი დავით უსუფაშვილი «პალიტრანიუსის» ეთერში განცხადებას აკეთებს:

“ბევრი თვლის, რომ «მოდი რა, მკაფიოდ გვითხარი, შეაგინე იმას და მაშინ დაგიჯერებ». არა, არ ვაგინებ. ნაციონალური მოძრაობის აპოლოგეტისთვის ივანიშვილის შეგინება ნიშნავს მიშას განდიდებას, ვინაიდან მე მიშას არ განვადიდებ, ე.ი თურმე ივანიშვილს საკმარისად არ ვაკრიტიკებ. მეორე მხარესაც იგივეა — ვინაიდან მე ბიძინას არ განვადიდებ, ე.ი მიშას ბოლომდე არ ვემიჯნები.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მე განვაცხადე, რომ არც ერთ მხარეს არ ვუჭერ მხარს. შედეგად რა იყო? ერთი მხარე თვლიდა, რომ მე არასაკმარისად გავემიჯნე მეორე მხარეს, იმიტომ, რომ [ფიქრობენ] — «თუ ვინმეს გაემიჯნე, ე.ი ჩემთან უნდა იყო».

ვერ მოგართვით ბატონებო, მიშისტებო და ბიძინისტებო, რომ თქვენს დაკრულზე ვიცეკვო და თქვენ რაც წარმოგიდგენიათ კრიტიკად, რომ «თუ თქვენთან არ ვარ, ე.ი საკმარისად კრიტიკული არ ვარ სხვებთან», ამ გზით თუ ვიარე, მაშინ მოვალ და ჩაგბარდებით ”-განაცხადა დავით უსუფაშვილმა

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

«ხო, იმიტომაც იყო თალაკვაძე ყოველთვის ჩემი შნირი»-დავით კირკიტაძე

Joni Kvaracxelia

«იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ, შეეცდებიან დააკნინონ ქართული ეკლესია»-დეკანოზი ჯაღმაიძე

roma sajaia

LIVE — ბოლტონი საქართველოშია

დატოვე კომენტარი