სხვადასხვა

მიუხედავად რეგულაციების შემსუბუქებისა, «მზესუმზირა» მაინც დააჯარიმეს

ხმის ჩამწერი სტუდია «კომუნა მზესუმზირა» მის მიმართ გამოყენებულ ჯარიმას არ ცნობს და განაგრძობს სიმართლის ძიების პროცესს სასამართლოს მეშვეობით.

«მეგობრებო,
ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც სამწუხარო ინფორმაცია უნდა გაცნობოთ.
მიუხედავად ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვისა, რომელიც 29 ივნისს, ჯანდაცვის სამინისტროში, მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაგვაცნეს, რომლის მიზანი, მათივე თქმით, არსებული რეგულაციების შემსუბუქება იყო, 17 ივლისს გამართულ ღონისძიებაზე, კომუნა მზესუმზირა მაინც დააჯარიმეს 10 000 ლარით.
მიზეზი არის შემდეგი, რომ ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა საერთოდ არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში და ყველა ის რეგულაცია, რომლის დაცვაშიც დამატებითი ფინანსური ხარჯი გავიღეთ, აღმოჩნდა ფუჭი, ისევე, როგორც მათი დაპირება, რომ მითითებების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, არ დავაჯრიმდებოდით.
ქვეყანაში პარალელურად მიმდინარე აქტივობებიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან და ვაპირებთ სასამართლოს გზით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე.
იქამდე კი 24 ივლისის ივენთი გაუქმებულია.
ბილეთების დაბრუნების მსურველებმა მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.
მსურველებს ასევე შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ბილეთი, ჩვენი მომდევნო ივენთისათვის
მსგავსი შერჩევითი მიდგომა საფრთხეს უქმნის ინდუსტრიის არსებობას, რაც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელია!
უახლოეს დღებში ქართული კლუბები და მუსიკალური ფესტივალები გავავრცელებთ საერთო განცხადებას.
გვიყვარხართ და გვჯერა, რომ მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს.
სიყვარულით,
მზესუმზირა» — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოც ქსელში გავრცელდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

(+18) უმძიმესი კადრები! ქმარმა ცოლი ქუჩაში დანით აჩეხა (ვიდეო)

3 წლის სესილის სუნთქვა ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეწყდეს-მას საზოგადოებისგან დახმარება სჭირდება

ავტოავარია «მოსკოვი-თბილისის» რეისზე. არიან დაღუპულები

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი