განცხადებებისოცქსელი

«მის გაციებულ ხელებს ათბობდა და ამით ცდილობდა შეეგრძნო მონატრებული შვილი.მაგრამ ამაოდ.ის აღარ იღვიძებდა»-სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

«ჩემი მოკრძალებული თხოვნა ემიგრანტებს.

გთხოვთ სადაც იმყოფებით ჩვენთან ერთად ებრძოლოთ უსამართლობას.ემიგრანტების მხრებზე დგას დღეს საქართველო და ნუ მივცემთ საშუალებას მკვლელებს გაიმარჯვონ.

დღეს თქვენი ტანადგომა აუცილებელზე მეტია ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის.

მუხლმოდრეკილი გევედრებით დავდგეთ ერთად და ერთხელდა სამუდამოდ დავამარცხოთ შერჩევითი სამართალი.

ჩვენი შვილების მომავალი საფრთხეშია.რისთვის ვასწავლით შვილებს თუ საკუთარ ქვეყანაში მომავალი არ აქვთ.რისთვის ვწვალობთ რისთვის ხართ გადახვეწილი საკუთარი ოჯახებიდან თუ აქ შვილები დაგვიხოცეს და გაგვინადგურეს.

ჩვენ ჩვენი მომავალი და გვარის გამგრძელებლები აღარ გაგვაჩნია,სადისტურად მოგვიკლეს,მაგრამ არ მივცემთ საშუალებას მკვლელებს თქვენი და საქართველოს მომავალი გაანადგურონ გაანადგურონ.

ვისაც შეგიძლიათ გამოდით სადაც ხართ და სოლიდარობის აქციებით შემოგვიერთდით.

ჩემმა მეუღლემ შვილს ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო და მისი ბოლო გულისცემა ვეღარ შეიგრძნო.არ დაელოდა მონატრებულ დედიკოს. 12 ჭრილობიდან სისხლი აფრქვევდა მისი სხეულიდან.მხოლოდ მის გაციებულ ხელებს ათბობდა და ამით ცდილობდა შეეგრძნო მონატრებული შვილი.მაგრამ ამაოდ.ის აღარ იღვიძებდა.

დაგვიდექით გვერდით რომ არ იყო შემდეგი.არ მინდა მეორე შვილიც, რომელსაც საამაყო ძამიკო სადისტურად მოუკლეს ვინმეს მსხვერპლი გახდეს.

დაგვიდექით გვერდით და სამართალი მაინც გვაპოვნინეთ.

ტფუი ასეც ცხოვრებას რა ვუთხარი სადაც მოკლული შვილების სულშიც კი გვიფურთხებენ.

დაგვიდექით გვერდით თქვენი შვილების მომავლის დასაცავად.»-წერს ზაზა სარალიძე

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ყველას გვახსოვს პანკისში რა უქნეს პოლიციის მანქანებს, როგორ გაუტეხეს თავი პოლიციელებს და არავინ დასჯილა»

დაუშვებელია, სადაც ვენახებს ვახარებთ იქ ვინმემ კანაფი გაახაროს-ანა დოლიძე

SOS! საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი