ანალიტიკაპუბლიკაციები

«მიმდინარეობს საქართველოს მოსკოვის გავლენის სფეროში დაბრუნების პროცესი და ამ პროცესს ჩვენდა სამწუხაროდ ჰყავს მხარდამჭერი ძალები»

მიმდინარეობს ქართველი ერის მორალური, ზნეობრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური გენოციდი.
ამ ყველაფერს აქვს თავისი კონკრეტული მიზანი, მიმდინარეობს საქართველოს მოსკოვის გავლენის სფეროში დაბრუნების პროცესი და ამ პროცესს ჩვენდა სამწუხაროდ ჰყავს მხარდამჭერი ძალები, ოღონდ არიან ძალებიც და ბევრად მეტიც ვინც ამას ეწინააღმდეგება. ასე რომ ჩვენ დღეს შეიძლება ითქვას ვიმყოფებით «დისტანციურ მართვაზე» ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს პროცესები.
მოსკოვის სასარგებლოდ შრომობს ტრამპი, სწორედ ეს ურჩია ტრამპს ჰენრი კისინჯერმა: «დაუბრუნე რუსეთს გავლენის სფეროებიო», მისი პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან.
ამ ყველაფერს არასერიოზულად უყურებდნენ ჩემი ოპონენტები, მაგრამ მიმდინარე პროცესები ამ ყველაფერს ადასტურებს. გარდა იმისა რომ ტრამპის არჩევით არჩევნები მოპარეს ამერიკას, არჩევნები მანამდე მოპარეს საქართველოს, რომლის შედეგად ორი წლის წინ ოლიგარქმა «მიითვალა» დღევანდელი კონსტიტუციური უმრავლესობა და დღეს კი სულაც პრეზიდენტი «დაგვინიშნა».
სპეცპროკურორი რობერტ მიულერი იძიებს ერთერთ საქმეს სადაც ტრამპის გუნდი მოსკოვთან ერთად განიხილავდა უკრაინის მოსკოვისთვის გადაბარების «მშვიდობიან გეგმას».
ვენესუელაში მიმდინარე პროცესები და შედეგები სავსებით აწყობს მოსკოვს და ტრამპის სპონსორებს.
უკვე დადგა ეს შედეგი, ვენესულის წამყვან ნავთობკომპანიას სანქციები დაადო აშშ-მ რაც ნიშნავს ვენესუელის გათიშვას ნავთობის ბაზრიდან, რასაც სავარაუდოდ ნავთობზე ფასების ზრდა უნდა მოყვეს, რაც მოსკოვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვენესულის ამბებამდე მიმდინარეობდა ფასების ვარდნის ტენდენცია, რაც მოსკოვისთვის იყო საგანგაშო.
გარდა ამისა მშვენიერი საჩუქარი მიართვა ტრამპმა პუტინს. მოსკოვის ოლიგარქ დერიპასკას კომპანია «რუსალს» სანქციები მოუხსნა სენატის რესპუბლიკელმა უმრავლესობამ და ეს უკვე აღასრულა ტრამპის ადმინისტრაციამ, ფინანსთა სამინისტრომ.
საქართველოში ფართო ფრონტით მიმდინარეობს შეტევა ყველა სფეროზე, მარიხუანას პლანტაციების აჟიოტაჟი, სასამართლოს სრული დამორჩილება, ბანკების მონოპოლია, ბიზნესების ტოტალური კონტროლი, დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ეროვნული გამოცდების გაუქმება, საკუთრებების მიტაცება, ყოველივე ეს ერთი ჯაჭვის რგოლებია, რის საბოლოო მიზანია საქართველოს მოსკოვის გავლენის სფეროში დაბრუნება.
ოღონდ მკაფიოდ უნდა დავარქვათ რა ტიპის გავლენაზეა საუბარი.
პოლიტიკურად საქართველოს გუბერნიად გადაქცევა გამორიცხულია, ქართული სახელმწიფო სამართლებრივად არ გაქრება.
ვერანაირად გამოუვა ეს მოსკოვს. მას არ აქვს რესურსი შეცვალოს საერთაშორისო სამართალი. ევროპა მტკიცედ დგას საქართველოს უკრაინის და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის სადარაჯოზე. მაგრამ მოსკოვს აქვს ეკონომიკურ- ფინანსური რესურსები და ქვეყნის ეკონომიკურად დამონება სავსებით შეუძლია, ამას აკეთებს კიდევაც. სტრატეგიული ობიექტების დისკრედიტაცია, გაკოტრება, იგივე ანაკლიის პორტის და რკინიგზის და მერე იაფად მოსკოვის ერთგული ოლიგარქების ჯიბეებში გადანაცვლება სავსებით რეალისტური სცენარია და თავისუფალი ბაზრის არქონის პირობებში მოსკოვი საქართველოზე პოლიტიკურ გავლენას სრულად შეინარჩუნებს. ანუ მოსკოვი აწარმოებს ჩვენი ქვეყნის «სომალიზაციას». უკონტროლო, კორუფციული, კრიმინალური სისტემის ქვეყნად გადაქცევას რაც მოსკოვს გაუადვილებს გავლენას.
დღეს სრულად ვართ დამოკიდებული იმაზე თუ რას მოიმოქმედებენ ამერიკელი დემოკრატები,როგორ სწრაფად დაამთავრებენ ამერიკის ინტერესების, დემოკრატიის და გლობალიზაციის მტერი პრეზიდენტის პოლიტიკურ კარიერას.
შიდა ეკონომიკური და ფინანსური რესურსი, შედეგად პოლიტიკური რესურსიც საქართველოს დღეს არ აქვს. ქართული ოპოზიციური პოლიტიკური კლასი ინერციით მიყვება დინებას. პოლიტკლასი სრულად არის დამოკიდებული ტოტალურად კონტროლირებად ფინანსურ რესურსებზე და შედეგად პოლიტიკური კონკურენციის და წინააღმდეგობის უნარი ვერ აქვს.
და კიდევ მთავარი, ჩვენ გვჭირდება არა პროდასავლური, არამედ ეროვნული ინტერესების პოლიტიკური კლასი და მმართველობა, რაც ავტომატურად ნიშნავს დასავლური კურსის შენარჩუნებას, ჩვენ კი არ მივდივართ ევროპაში, ჩვენ აქ, ჩვენს ქვეყანაში უნდა გვქონდეს ევროპული მოწყობა. ამიტომ ეროვნულ ინტერესებშია საქართველოს მოქალაქეების გამდიდრებისა და კეთილდღეობის გარემოს შექმნა, რაც ვერანაირად იქნება თავისუფალი ბაზრის გარეშე.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

საყოველთაო კარანტინის სოციალურ ეკონომიკური ასპექტები

კერპების შექმნის სენი

Joni Kvaracxelia

ქვეყნის ეკონომიკური დეგრადაცია — ოლიგარქიული მმართველობის შედეგია

დატოვე კომენტარი