განცხადებები

«მიმაჩნია, ეს რეკომენდაციები თავიდანვე რომ ყოფილიყო გათვალისწინებული და თავიდანვე ამ მიმართულებით ემოქმედა თავის დროზე გამოძიებას, არსებულთან შედარებით, დღეს სხვა შედეგი იქნებოდა“

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ  სერგი კაპანაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განცხადება გააკეთა:

«მიმაჩნია, ეს რეკომენდაციები თავიდანვე რომ ყოფილიყო გათვალისწინებული და თავიდანვე ამ მიმართულებით ემოქმედა თავის დროზე გამოძიებას, არსებულთან შედარებით, დღე სხვა შედეგი იქნებოდა,

ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვესაუბრეთ, როგორც კომისიის მუშაობის მიმდინარეობაზე და პროცესზე, რომელიც არის კომისიაში, ასევე რეკომენდაციებზე, რომელიც ჩემს მიერ იქნა ინიცირებული და განხილული უნდა იყოს კომისიაზე. დღის წესრიგის მიხედვით, დღეს გვექნება აღნიშნული რეკომენდაციების განხილვა და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. აღნიშნული რეკომენდაციები არ არის ერთადერთი, რომელიც ჩვენ გამოვეცით. მომდევნო ნაბიჯების შემდეგ, კომისიის მუშაობის ფარგლებში, როცა შევხვდებით არასრულწლოვნებს, დავკითხავთ სხვა მოწმეებს, კონკრეტული რეკომენდაციები სხვა მიმართულებებითაც გვექნება, ისევე, როგორც იქნება საბოლოო დასკვნა,

„რეკომენდაციები, რომელიც ინიცირებულია არის მყარი, გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მიმაჩნია, ეს რეკომენდაციები თავიდანვე რომ ყოფილიყო გათვალისწინებული და თავიდანვე ამ მიმართულებით ემოქმედა თავის დროზე გამოძიებას, არსებულთან შედარებით, დღე სხვა შედეგი იქნებოდა “,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«რად გადავიქეცით ჩვენ??? სხვისი თეთრეულის მჩხრეკავ, გვარამიას და სანაიას ქვეყნად…»

roma sajaia

აშშ-ის სახ. მდივნის ვიზიტი შალვა ნათელაშვილმა შეაფასა

«ტელეკომპანია „იბერია“ დღეიდან უარს ამბობს კოტე იოსელიანისთვის ეთერის დათმობაზე»-ვახო ხუზმიაშვილი

დატოვე კომენტარი