covid-19

მთლიან სვანეთში სავარაუდოდ 21 აგვისტოდან მოიხსნება კარანტინი

მესტიის მერიის ცნობით, 21 აგვისტოდან, შესაძლოა, სვანეთის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოიხსნას კარანტინი, მესტიისა და ლენჯერის გარდა. მათივე მონაცემებით, მუნიპალიტეტში გაკეთებული 3 509 პისიარ ტესტიდან, მხოლოდ 33 შემთხვევა დადასტურდა.

«მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ფორმირდება, როგორც ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

კორონა ვირუსის უკანასკნელი შემთხვევა ორი დღის წინ დადასტურდა, ამიტომ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება თერმო სკრინინგი და ჩაღრმავებული კვლევა, აღნიშნული ორი თემისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი, სწორედ ამ პროცესის შემდეგ გამოვლენილ შედეგზეა დამოკიდებული», — წერია მერიის განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში

«ვინც საქართველოში ვაქცინაციის პროცესს ანხორციელებს, ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან»-გიორგი ფხაკაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი