განცხადებებიპოლიტიკა

«მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც მითოლოგია ჯანმრთელობასა და მედიცინასთან აკავშირებს მედეას, მედიცინის ქალღმერთის წყალობით»-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

«მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც მითოლოგია ჯანმრთელობასა და მედიცინასთან აკავშირებს მედეას, მედიცინის ქალღმერთის წყალობით. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ტრადიციულად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჯანდაცვას. არც ის არის გასაკვირი, რომ ჩვენ ბრწყინვალე ექიმები გვყავს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწეობენ. საქართველო უფრო და უფრო მეტად პოპულარული ადგილი ხდება სამედიცინო ტურიზმისათვის თავისი მრავალრიცხოვანი თერმული კურორტების წყალობით, რომელთა მოდერნიზაცია ამჟამად ხორციელდება.

ჩვენ გვწამს, რომ ჯანმრთელობა ყოველი ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საყოველთაო და ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურება. ამ ხელშეუხებელ უფლებას დღეს საფრთხე ემუქრება მკურნალობისა და მედიკამენტების ფასების ზრდის გამო»- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

Loading…

მსგავსი პოსტები

LIVE: ამ წუთებში მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველზე კარავს შლის!

Joni Kvaracxelia

«ამისთვის უნდა გქონდეს თავი და შნო…პრემიერობის კანდიდატი იყო და მესამე ადგილზე გავიდა»-მინაშვილი ვაშაძეზე

roma sajaia

«ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აირჩიეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი