განცხადებები

«მე შემიძლია მიშას ვურჩიო ის, რაც საერთო საქმისთვის უკეთესია»-ნიკა მელია

«ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთი  ლიდერი ნიკა მელია «ტვ პირველის» ეთერში, გადაცემაში «რეაქცია» აცხადებს, რომ მას და მიხეილ სააკაშვილს ერთი მიზანი აქვთ.

«მე და მიხეილ სააკაშვილს ერთი მიზანი გვაქვს. მასთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ხშირად გვაქვს კამათი, ხშირად ემთხვევა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მონაგარი და თუ ვინმე უნდა იყოს ამ პროცესით კმაყოფილი, ეს არის პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი. შესაძლებელია, მე აქ უკეთ ვხედავ რა ხდება კონკრეტულ მოცემულ დღეს, ვიდრე ჩვენი მეგობარი, ლიდერი რომელზეც უკანონოდ ხორციელდება პოლიტიკური დევნა… ეს ნორმალური ამბავია, ბუნებრივია, როცა თქვენ სტუდიაში ხართ, უკეთესად არ იცით, ვიდრე ჩემთან, სახლში? უკეთესად იცის ინგამ სტუდიაში რა ხდება, ვიდრე მაიკომ სახლში. ამიტომ, აქ არაფერი სკანდალის შემცველი არ არის. მეტიც, მიმაჩნია, რომ ეს არის პლუსი, როცა მე შემიძლია მიშას ვურჩიო ის, რაც საერთო საქმისთვის უკეთესია და მას შეუძლია, მე მირჩიოს «-განაცხადა ნიკა მელიამ

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«არ ვიცი შეიძლება შობა დღეს არ უნდა დამეწერა, მაგრამ უფრო დიდი ცოდვაა დავმალოთ რეალობა»-ნათელაშვილი

roma sajaia

«ოდესმე პოლიტიკაში მოსვლა თუ მომინდა…»-ედუარდ სააკაშვილი

«კალაძემ პარკირება მასობრივი ძარცვის სფეროდ აქცია…»-გიორგი გუგავა

roma sajaia

დატოვე კომენტარი