სოცქსელი

«მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე»-ლადო აფხაზავა

სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელიც „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტი იყო , კონკურსის დასრულების შემდეგ კომენტარს აკეთებს:

«უღრმესი მადლობა ჩემო გულშემატკივრებო, ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენთაგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის.
ვულოცავ პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას.
ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს.
მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე.
ამიერიდან ჩემი ცხოვრება გარკვეულ წილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველფერს გავაკეთებ. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის,როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო ასპარეზზე.

მე უკვე მიზნად დავისახე მეტი საერთოშაორისო ცოდნა და გამოცდილება მოვიზიდო საქართველოში და ამით ხელი შევუწყო უკეთეს განათლებას.
ამ გლობალურ მოძრაობაში გაერთიანებამ თვალნათლივ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია გლობალურ პროცესებში ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების მეტად გაზიარება.
კიდევ ერთხელ ვულოცავ პიტერს ამ აღიარებას!!!
ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში!» — წერს ლადო აფხაზავა

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

მორიგი უარი ნიკა გვარამიასგან — რისთვის ემზადება საქართველოს პროკურატურა?

Joni Kvaracxelia

«შენ ცოცხალი არავის სჭირდები! შენი პროექტი დახურულია!»-ხოფერია სააკაშვილს მიმართავს

roma sajaia

«მღვდელი, რომელიც ამბობს ზიარება კორონა ვირუსს კლავსო, ის ნამდვილად მავნებელია»-მამა ანდრია სარია

დატოვე კომენტარი