განცხადებები

«მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვდგევარ იქ სადაც ჩემი ეკლესია დგას!»-ნინო სუხიშვილი

ქორეოგრაფიული ანსამბლის, სუხიშვილების დირექტორმა, ნინო სუხიშვილმა  საპატრიარქოს ტელევიზია «ერთსულოვნებაში» 17 მაისს, «ოჯახის სიწმინდის დღესთან» დაკავშირებით  დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

„მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგევარ იქ სადაც ჩემი ეკლესია დგას!»

«მე წინააღმდეგი ვარ ყველანაირი აგრესიის. უბრალოდ, მე ვთვლი რომ სამების წინ კონცერტი… საერთოდ, სამების სავანე, ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი. ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ. ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება.

ალბათ, რაღაც ინციდენტების გამო არის ეკლესიის მიმართ ეს დამოკიდებულება, მაგრამ ცუდი და კარგი და ბოროტი და კეთილი ყველგან არის, ერშიც და ბერშიც», — განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«2020–ში იმ პარტიას მივცემ ხმას, ვინც პარლამენტში შესვლისთანავე სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს»-ნინო ჯანგირაშვილი

ფიქრობს რომ მისი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება, საქართველოში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი