სხვადასხვა

«მე ვარ მაკო,18 წლის,რომელმაც გუშინ აქციაზე დაკარგა თვალი»- წერილი, რომელმაც საზოგადოება უემოციოდ არ დატოვა

«მე ვარ მაკო,18 წლის,რომელმაც გუშინ აქციაზე დაკარგა თვალი. მე ვარ გოგო,რომელმაც ნებით თუ უნებლიეთ თავის წილი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
თითოეული ტკივილის წამი,რომელსაც ახლა ვგრძნობ,არ მინდა დაიკარგოს და ჩაიკარგოს საოპერაციო მაგიდაზე ან პალატაში საწოლზე,სადაც მეორე ღამეს ვათევ ტკივილის გამო.
არ მინდა დაიკარგოს არაფერი,რასაც ახლა ვგრძნობ. ტკივილს,გაბრაზებას.
მე დაუცველი ვიყავი იქ,როგორც ათასობით ადამიანი და გამწირეს სიკვდილისთვის,როგორც ათასობით ადამიანი.
ვპირდები ყველა ჩემს გულშემატკივარს,ვიდგები მყარად და დამპირდით,რომ თქვენც იდგებით ჩემს გვერდით და იბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ.
ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მამხნევებს და გვერდით მიდგას და სწორედ ამ ხალხის გამო არ დავნებდები არცერთი წუთი:)
იმ ღამემდე არასდროს არ მჯეროდა ერთი ადამიანის ძალის და ყოველთვის ვამბობდი რომ ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლიდა.
ახლა,როცა შორიდან ვუყურებ ჩემს თანატოლებს,ვხედავ რამხელა ძალა გვაქვს ჩვენ.
რუსეთი მკვლელი ოკუპანტია!
ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!
პ.ს ჩემი თითების კომბინაცია კი გეკუთვნით ყველას,ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანეთ ჩვენ სასიკვდილოდ გაწირვაში.»-წერს კლინიკად 18 წლის მაკო

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

LIVE: გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო ბრიფინგი

Joni Kvaracxelia

შოკისმომგვრელი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პატრიარქს, ლეონიდეს უკავშირდება(ვიდეო)

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში იბრძოლებს

დატოვე კომენტარი