განცხადებები

«მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას…»-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ისაუბრა.

«რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო. მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპელი პარტნიორის პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში ის არის, რომ რუსეთი არასწორად იქცევა საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება…,

ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს ოკუპირებული ტერიტორიებია. გაყინული კონფლიქტები ეს ადრე იყო. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიახ, ეს მთავარი პრობლემაა. ეს მთავარი პრობლემაა ყოველდღე, ტრაგედიაა არა მხოლოდ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზის ჩვენს მხარეს ცხოვრობს, არამედ იმ მოსახლეობისთვისაც, რომელიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იმყოფება, ასევე სამასი ათასი ლტოლვილისთვის, რომლებიც ჩვენ გვყავს და ხელისუფლებისთვის, რომელსაც უწევს ყოველდღიური შეხება პრობლემასთან, როდესაც ხდება ადამიანის გატაცება და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს გადაყვანა და ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ დააბრუნებენ ამ ადამიანს; საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რაც საკმაოდ სტრესულია და ყოველდღიური სხვადასხვა სახის პროვოკაციები»,  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აღნიშნული ინტერვიუს ქართულ თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ძალიან მომწონს ვარლამ გოლეთიანი…»-ინგა გრიგოლია

roma sajaia

«სანამ კაცები არიან საქართველოში, ჩვენ პრაიდს არ ჩავატარებინებთ»-ლევან ვასაძე

გენერალი გოგი თათუხაშვილი: SOS! SOS! SOS!

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი