განცხადებები

«მეფეობანამ დაღუპა ჩემი საქართველო…იდიოტი არც ბაგრატიონი მინდა, არც დადეშქელიანი»-სიხარულიძე

როგორც  დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა განაცხადა, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონის გვარს იბრალებს, სინამდვილეში ის სიხარულიძეაო.

„სანდო წყაროთი ვიცი,რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს შედეგები არ არის საჯარო და ახლა წავიდნენ და მიჩივლოს, თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა.თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია“- აცხადებს ლევან ჩხეიძე.  — აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.

„პრაიმტაიმთან “ საუბარში გივი სიხარულიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

გივი სიხარულიძე: — მეფეობანამ დაღუპა ჩემი საქართველო. ყველა ქართველი მეფე, თავადი და პრეზიდენტია. გვეყო ამ მშიერ და გაუბედურებელ ქვეყანაში მასხარაობებზე ლაპარაკი. სამარცხვინოა.

— და რას იტყვით იმ ფაქტზე, რომ შესაძლოა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძე იყოს?

— გინდა სიხარულიძე იყოს და გინდა დარდიმანდიანიძე, არ მაინტერესებს. ჩემთვის მეფე და სამეფო გვარის წარმომადგენელი არის ის, ვინც გონიერია, ჭკვიანია და ჩემ საქართველოს გამოადგება. იდიოტი არც ბაგრატიონი მინდა, არც დადეშქელიანი და არც არცერთი გვარი!»-განაცხადა «პრაიმტაიმთან» გივი სიხარულიძემ

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ორჯერადად აცრილი პირებისთვის ციფრული კოდის შემოღება იგეგმება-ივანე ჩხაიძე

roma sajaia

«გავალთ ყველგან…ამ მთავრობის დრო დასასრულს უახლოვდება»-სანდრა რულოვსი

«დარწმუნებული ვარ, ეკლესია და სახელმწიფო ეხლაც ღირსეულად, ერთმანეთის მოსმენით და ქრისტეს შეგონებით, აირჩევენ სწორ გზას»-მეუფე იაკობი

დატოვე კომენტარი