განცხადებები

მეუფე შიო გამოეხმაურა დღევანდელ მოვლენებს

ხომ არ არის დრო, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშვეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც მანამდე პარაკლისი ჩაატარა.

„რასაც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, ეს არის ცნებების აღრევა და ჩანაცვლება, როდესაც ცდილობენ, უმძიმეს ცოდვას, როგორიცაა სოდომური ცოდვა, უწოდონ სიკეთე, ღირსება და წარმოადგინონ, როგორც ღირსება. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება, რადგან ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშოროს ღმერთს, ქრისტეს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს ერის გადაგვარება, ამიტომ ვართ ასე შემართულნი და გაერთიანებულნი. განსაკუთრებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ბავშვებზე, ახალ თაობაზე, რადგან თუ უმცროსი თაობა დაიჯერებს ამას, რომ ეს სიბილწე არის სიკეთე, ეს არის საწინდარი ერის გადაშენების და მოსპობის.

ჩვენ ვიცით, რომ არა ერთი დიდი ერი გადაშენებულა ამ ცოდვის გამო. რამდენჯერაც იქნება ამგვარი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, ყოველთვის ჩვენი ერი გამთლიანდება ამის წინააღმდეგ ჩვენს ეკლესიასთან ერთად. ვწუხვართ, რომ იყო გადაცდომები, სამწუხარო შემთხვევები, არაკორექტული ქმედებები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ამას ვემიჯნებით, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისიძების ორგანიზატორებს, ხელისუფლებაც აფრთხილებდა, რომ ეს აუტანელი იქნებოდა. ერის გამოწვევა ხდება, ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური, იდეოლოგიური ჩვენს სინდისსა და სულიერებაზე. ეს რომ აღარ განმეორდეს, ვფიქრობთ, ხომ არ არის დრო, ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველო შესაძლოა დარჩეს ევროპიდან ფინანსური დახმარების გარეშე — ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები

2008 წლის ომის გმირების ოჯახის წევრები, თორნიკე რიჟვაძისგან ბოდიშის მოხდას და გადადგომას მოითხოვენ

Joni Kvaracxelia

«ეს არის »ნაციონალური მოძრაობის» აქცია»-კობახიძე ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე (ვიდეო)

დატოვე კომენტარი