სკანდალი

მეუფე ანტონი არის რეციდივისტი, კრიმინალი…ციხეში იჯდა ხატების ქურდობისთვის-თეოლოგის სკანდალური განცხადება (ვიდეო)

თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე  ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიაზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

«იქნებ ჩვენს მრევლს და საზოგადოებას თვალი აეხილოს იმაზე, თუ სინამდვილეში ვინ არიან ჩვენი სულიერი ლიდერები და რატომ აირჩიეს მაინც და მაინც ეს ოდიოზური და გაიძვერა მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია, რომელიც ასე ვთქვათ, კრიმინალური ლექსიკით გვესაუბრება.

ის რუსეთშიც და საქართველოშიც იჯდა ციხეში, ეგ არის რეციდივისტი, კრიმინალი. იჯდა ხატების ქურდობისათვის. აი, ასეთი ადამიანია მიტროპოლიტი, გვმოძღვრავს ხატების ქურდი.

შემდეგ არ გაჩერდა მიტროპოლიტობაშიც კი და უკვე 2005 წელს სასამართლოში ჰქონდა საქმე, იმიტომ რომ ჰუმანიტარული დახმარება ე.წ. „ფქვილის საქმე“ საკვები პროდუქტები, სამშენებლო მასალები შემოჰქონდა თურქეთიდან და აქ ყიდდა კომერციულ ფასებში. მას სასამართლოში ჰქონდა საქმე და მიხეილ სააკაშვილმა ჩაუფარცხა ეს საქმე. დაიჭირეს მისი თანამშრომელი საერო პირები, ანტონ ბულუხიას გარდა მსგავს საქმიანობას ეწეოდნენ სხვა მიტროპოლიტებიც.

2017 წელს მან აიღო თბილისში რაც კი შემოსავლიანი ტურისტული მაღაზიები და ბაზრობებია, სულ მას ეკუთვნის, გააგდო სხვა კომპანიები. ყველაზე მდიდარი მიტროპოლიტი არის ანტონ ბულუხია. უნდა აეხილოს მრევლს თვალი, ასეთი ბრმა მორჩილება არ უნდა იყოს. ანაფორაში გახვეული ამბიონზე არ უნდა იდგეს»- კობახიძემ.

შეგახსენებთ, მეუფე ანტონიმ რამოდენიმე დღის წინ, «მთავარი არხის» ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში ოკუპანტებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დააკავეს

Joni Kvaracxelia

«ჩამიტეხეს მარჯვენა მხარეს მეთერთმეტე  ნეკნი»-იურისტი სპეცრაზმელების კორიდორში გაატარეს, დაამცირეს და სასტიკად ცემეს (ვიდეო)

«პარლამენტის წევრმა რუსლან ჰაჯიევმა შემიყვანა ოთახში და ორჯერ მომტ…ნა»(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი