პუბლიკაციები

მაშ რაშია ხსნა?

გთავაზობთ ქოცების, სლავოი ჟიჟეკა «ინტელექტუალების» და ერთუჯრედიანი პოპულისტი ვითომტრადიციონალოსტების ოდესღაც სამომავლოდ მობრუნების ერთადერთი გზის იდეას

ჯერ ორი სიტყვა იმაზე რო მაფიოზური რუსეთი უნდა დაივიწყონ.

ხალხის რუსეთით დაშინებით ფარისევლობა და მუქთახორობა აღარ გამოუვათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის რუსეთი რომელსაც ემონებიან ორი კაპიკის გამო — სულს ღაფავს და სულ მალე დამთავრდება. ახალ ცივილიზებულ რუსეთთან კი ერთიან ქართულ სახელმწიფოს გასაყოფი არაფერი ექნება, პირიქით — როცა რეჟიმი იცვლება, როცა ინანიებს და ანაზღაურებას იხდის, როცა ურთიერთპატივისცემაა — მეგობრობასაც კი შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი.

მაშ რაშია ხსნა?

რაში და ჩინეთში.

როცა პოსტსაბჭოთა სივრცეში, შუა აზიაში და ახლო აღმოსავლეთში დასრულდება დალაგების პროცესი და მივუკაკუნებთ ჩინეთს — დიდი ალბათობით რაღაც ეტაპი ჩინეთის ავადმყოფური რეჟიმი მოიკრეფს ძალებს და შეეცდება თავისუფალ სამყაროს და კაცობრიობის ისტორიის სვლას შეეწინაღმდეგოს. ამ წინააღმდეგობაში რაღაც ეტაპი თავისუფალო სამყარო გადაიღლება და რამოდენიმე წელი შეისვენებს.
აი ზუსტად აქ ექნებათ ჩვენს ქოცებს და კომპანიას შანსი რო რამოდენიმე წელი ისევ მოაჯდნენ ქვეყანას.
ბოლოს მაინც დედა ეტყვნებათ.

ამიტომ ვურჩევდი მათ, დაიწყონ ჩინეთის ავადმყოფურ რეჟიმთან კავშირების გამონახვა, მათი იდეოლოგიის ნელ ნელა დანერგვა ვაკეში და ჩასაფრება, რო რამოდენიმე წელი ფარისევლობით, მუქთახორობით და შნირობით ისევ აკეთო ორი კაპიკი.

სხვა გზა თქვენ არ გაქვთ, იმიტომ რომ არ გაგაჩნიათ იდეა, ხედვები და მრწამსი. თქვენი სული მოწამლულია ცინიზმით, სიძულვილით და აფთრებისთვის დამახასიათებელი ყველა თვისებებით (არ გწამთ ნამდვილი მეგობრობის, ნამდვილი სიყვარულის, სიკეთის და პატიოსნების).

და ბოლოს

კაცობრიობა ადგას ისტორიის დასასრულის ერთადერთ ლოგიკურ გზას — პოზიტიური გლობალიზაციის და პოზიტიური ნაციონალიზმის თანაცხოვრების გზას. ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს საკუთარი სახლი და ასევე სადარბაზო — ჩვენი ქვეყანა და ჩვენი პლანეტა. პატივს უნდა ვცემდეთ სადარბაზოში ერთმანეთს, ვეხმარეოდეთ და თაცისუფლებაში ხელს არ ვუშლიდეთ. ადამიანს უნდა უყვარდეს საკუთარი თავი და როგორც მინიმუმ არ სძულდეს სხვები — ესაა პოზიტიური საკუთარი შინაგანი სამყაროს სიყვარული და გარეშე სამყაროს მიმართ გახსნილობა, პატივისცემა და ინტერესი.

ამ ყველაფერს მიეცემა ინსტიტუციონალური სახე.
ჩვენ აუცილებლად გვექნება საკუთარ დამოუკიდებლობასთან და პარლამენტთან ერთად — მსოფლიო კავშირი და მსოფლიო პარლამენტი. გვექნება არჩევნები და ვიმსჯელებთ რა ეტაპზე სჯობს მეტი რეგულაცია, როდის ნაკლები და ასე შემდეგ. ხან ერთი იდეოლოგიის ფრთა მართავს პლანეტას და ხან მეორე.

ისტორიის დასასრული არის არა ლიბერალური ან სოციალისტური ან კიდე კონსერვატიული.
ისტორიის დასასრული არის ინსტიტუციონალური და ბიუროკრატიული — საერთო თამაშის წესებზე შეთანხმება და პატივისცემა.

შმაგი სამხარაძე
ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ოლიგარქიულმა რეჟიმმა ერი გაამათხოვრა

სფორცას ციხე-სიმაგრე — ისტორიულად საქართველოს ბედის მოზიარე

როგორც ერი, ისე ბერიო. ვიტყოდი — ისე ფეხბურთიც!

დატოვე კომენტარი