ფოტო/ვიდეო

მატჩის დამთავრების შემდეგ საკალათბურთო კლუბების »ქუთაისისა» და »რუსთავის» ქომაგებმა ჩხუბი გამართეს (ვიდეო)

რუსთავში, საკალათბურთო კლუბების »ქუთაისისა» და »რუსთავის» ნახევარფინალური სერიის მეოთხე დაპირისპირება გაიმართა. მატჩის მსვლელობისას დარბაზში არსებულმა დაძაბულობამ მატჩის დამთავრების შემდებ ქუჩაში გადაინაცვლა.

ეს ფაქტი აღნიშნულია  საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ გვერდზეც: »ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა “ქუთაისი” 15 ქულით იგებდა და პირველი ნახევრის დასრულებამდე სამიოდ წუთი რჩებოდა, იმერული კლუბის მწვრთნელი, კოტე ტუღუში არბიტრმა დავით ბერეკაშვილმა პროტესტის გამო ტექნიკურით დააჯარიმა. დარბაზის დაცვის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ მსაჯსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი იწყებოდა და ვითარების განსამუხტად ტუღუშთან მიიჭრა და შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია.

აქ კი ვითარება უმართავი გახდა – ტრიბუნებიდან პოლიეთილენის ბოთლებისა და სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს, მაყურებელთა ეგზალტირებული ნაწილი კი მოედანზე გადმოვიდა. მსაჯებმა თამაში შეწყვიტეს და მატჩიც ჩაიშლებოდა, რომ არა ორგანიზატორებისა და რუსთავის მერის გონივრული გადაწყვეტილება. შეხვედრა რომ გაგრძელდა, უმეტესწილად რუსთაველთა მერის – ირაკლი ტაბაღუას დამსახურებაა, რომელიც მატჩს ესწრებოდა და ვითარების დაძაბვისთანავე მის განსამუხტად ყველაფერი იღონა»

შეგახსენებთ, რომ რუსთავში ქუთაისურმა გუნდმა 73:64 გაიმარჯვა და ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა — 2:2. ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი შეხვედრა ქუთაისში 20 მაისს გაიმართება.  შეხვედრა 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ფინალში »დინამო»  »ქუთაისსა» და »რუსთავს» შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ნათია კობერიძე: ოპოზიციურ პარტიებს უფრო გახსნილობა მართებთ (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«ისტორიაში ასეთი რამე არამგონია არსებობდეს… ქალის სახელი დააწერო და კაცის სურათი გამოფინო» — გია ხუხაშვილი (video)

Joni Kvaracxelia

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რამდენიმე პოლიციელი შეუძლოდ გახდა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი