სხვადასხვა

მარტოხელა პენსიონერი მთავრობას გულგრილობაში ადანაშაულებს

საქართველოში, რომ უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური ფონია ეს არაერთი, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო კვლევით დასტურდება. განსაკუთრებით სიდუხჭირეში ხანდაზმული ასაკის ჩვენი თანამოქალაქენი ცხოვრობენ, ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ზოგიერთი მათგანი კუთვნილ სოციალურ დახმარებასაც ვერ იღებს, მაშინ როცა ჩინოვნიკები პრემია-დანამატებს უხვად იღებენ ჩვენი სწორედ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე. ასეთი მაგალითი გახლავთ ქალბატონი, მარტოხელა პენსიონერი, ნათელა მგელაძე, რომელიც თბილისში, საბურთალოს რაიონში ალექსანდრე ყაზბეგის გამზირ 24 ნომერში ცხოვრობს. მას გაუნახევრეს სოციალური დახმარება, მხოლოდ იმ მიზიზით, რომ მის ზემოთ არსებული კუთვნილი სხვენი დაიკანონა, მარტოხელა მოხუცი პენსიონერი ასევე გულგრილობაში ადანაშაულებს მთავრობის წარმომადგენლებს რადგან ის არაერთხელ იყო მისული ჯანდაცვის სამინისტროში თუმცა არც ერთმა საპასუხისმგებლო პირმა არ მიიღო და არ მოისმინა მისი პრობლემა. მარტოხელა მოხუცი პენსიონერი უკიდურს გაჭირვებაში იმყოფება ის გახლავთ შაქრიანი დიაბეტის მქონე და დღეში რამდენჯერმე იღებს ინსულინის ნემსს. ასევე ქალბატონმა ნათელამ არაერთხელ აღნიშნა ჩვენთან საუბარში, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მას დაპირდნენ პრობლემის გადაჭრას «ქართული ოცნების» კოორდინატორები თუმცა ეს დაპირება რათქმაუნდა დაპირებად დარჩა. ქალბატონი ნათელა მგელაძე მიმართავს ღიად მერიას, გამგეობას, მთავრობის წარმომადგენლებს, რომ გამოიჩინონ მის მიმართ ყურადღება და აღუდგეს მხოლოდ ის კუთვნილი დახმარება რაც ეკუთვნის კანონით.

Loading…

მსგავსი პოსტები

გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

Joni Kvaracxelia

ვალების ჩამოწერის შემდეგ, როდიდან შეძლებენ ადამიანები სესხის აღებას?

«აზერბაიჯანმა დავით გარეჯის მიერთება იდღესასწაულა»-(ვიდეო)

დატოვე კომენტარი