განცხადებები

„მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს“- ოთარ დანელია

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ოთარ დანელიამ აღნიშნულ თემაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით ამ ყველაფრის უკან ქართული ოცნების რამდენიმე წევრი დგას, რომლებიც ხელს უწყობს შუღლის გამწვავებას. „ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ გვქონდა საუბარი. მწიფდება პოლიტიკური კრიზისი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბატონო ირაკლი, მინდა თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, რომ ჩაერიოთ სიტუაციის გარკვევაში. ვინაიდან, ფაქტია, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ხელს უწყობს ამ პრობლემის ერთგვარად ესკალაციას“, — მიმართა ოთარ დანელიამ ირაკლი კობახიძეს.

ფატქები.ჯი

მსგავსი პოსტები

თეირანი მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომფლიქტის დროს

მიხეილ სააკაშვილი მიმართავს ელენე ხოშტარიას

წელს თბილისობა არ გაიმართება

დატოვე კომენტარი