კრიმინალი

მარიანა ჩოლიანი ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს

15 წლის ლუკა სირაძის საქმეში ბრალდებული გამომძიებელმა, მარიანა ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა. როგორც მისმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ფორმულას უთხრა, ჩოლოიანი ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. მან საპატიმრო გუშინ დატოვა.

გასული წლის სექტემბერში მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით ჩოლოიანს სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

«სასჯელის დანიშვნიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, სავალდებულოა, მუდმივმოქმედმა კომისიამ, ადგილობრივმა საბჭომ განიხილოს თითოეული მსჯავრდებულის საქმე. დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ვადა მოუწია, მივმართეთ, უარი განაცხადა საბჭომ, არ გაათავისუფლა. ამის შემდეგ გავასაჩივრეთ სასამართლოში. სასამართლომ ჩვენი დასაბუთებული საჩივარი დააკმაყოფილა, რის შემდგომაც დაუბრუნა მუდმივმოქმედ საბჭოს ხელახალი განხილვისთვის და მან მიიღო გადაწყვეტილება გათავისუფლების თაობაზე», — განმარტა ადვოკატმა.

15 წლის ლუკა სირაძე ერთ-ერთი კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა. ის რამდენიმე დღე კომაში იყო, 17 დეკემბერს კი გარდაიცვალა. ოჯახის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ლუკა სირაძეზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა — მას 2 დღის განმავლობაში კითხავდნენ და მუქარით სთხოვდნენ დანაშაულის აღიარებას მას შემდეგ, რაც «მწვანე სკოლის» კედლებზე წარწერები გააკეთა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ესპანეთში, 23 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

აფხაზეთის ე.წ. პოლიცია  41 წლის თურქეთის მოქალაქეს ეძებს

Joni Kvaracxelia

იტალიაში 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

დატოვე კომენტარი