სხვადასხვა

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

Loading…

მსგავსი პოსტები

თელავში ბებიამ 10 წლის შვილიშვილი სცემა-მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს

Joni Kvaracxelia

მერლინ მენსონს სექსუალურ შევიწროებასა და რასიზმში ადანაშაულებენ

Joni Kvaracxelia

ქუთაისში სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი