ოკუპაცია/დევნილები

მართალია დევნილები ვართ, მაგრამ ჩვენი საცხოვრისი გველოდება! (ფოტო კოლაჟი)

ამის დასტურია ეს სურათები, რომელიც აფხაზეთში რკინიგზის მდგომარეობას ასახავს… ჩვენი გასაკეთებელია, რადგან ჩვენს მეგობრებს აფხაზეთში როგორც, ამის გაკეთება არ უნდათ, ან არ შეუძლიათ….
ისღა დაგვრჩენია, მანამდე მივულოცოთ 14 აგვისტო, როგორც მათი ბედნიერი „მომავლის“ დაწყების დღე…
აი, ის ბედნიერება, რისკენაც მიილტვოდნენ…
მივულოცოთ და მოვემზადოთ მის აღსადგენად!

ამ რამდენიმე სურათით ნაჩვენებია ყველა სადგურის სახე მიუსერიდან დრანდამდე:
მიუსერა — აუცილებლად გემახსოვრებათ: ამჟამად მისკენ მიმავალი გზა ასეთია:
ტალახი, ძეძვი და…

არის სახლები, სადაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხოვრობენ.

სადგური ნახეთ…

მიუსერაზე უკეთეს მდგომარეობაში არ არის არცერთი სადგური რკინიგზაზე.

მხოლოდ და მხოლოდ ნანგრევები!

საინტერესოა, რატომ არის ყველა კარი მავთულებით დაკეტილი. ეტყობა სხვანაირი საკეტი ან ძვირია, ან არაეფექტური…

ეს ვაგზლის შენობაა…

ასეთია შიგნიდან…

ყველგან ასეთი „მშვენიერებაა“…

ეს დრანდის სადგურია…

მდებარეობს ბაბუშარის აეროპორტთან ახლოს.

ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა მანქანების სასაფლაო…

აქაც, როგორც ყველგან ადამიანების ჭაჭანება არ არის… ერთ-ერთ ვარიანტად შემოთავაზებულია — ცხენი… ისიც გასაცოდავებული.

ეს ათი წლის უკან გადაღებული სურათებია და ავტორი უცნობია, სამწუხაროდ, არსად მითითებული არ არის…

ვინც უნდა იყოს მადლობა მას, აფხაზეთის რკინიგზის სადგურების მდგომარეობის რეალური სურათის დახატვისთვის.

ცვლილებების შესახებ, რომელიც არ არსებობს, მოგვიანებით მოგახსენებთ….

 

ქეთევან ჩემია

Loading…

მსგავსი პოსტები

”საახალწლო სიურპრიზი” — ესტონეთმა რუსეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა

Joni Kvaracxelia

მანქანა ასლან ბჟანიას კორტეჯიდან ავარიაში მოყვა

პუტინმა მოსკოვში ანატოლი ბიბილოვი და ასლან ბჟანია მიიღო

დატოვე კომენტარი