განცხადებები

«მაპატიეთ, რომ არასასიამოვნო ინფორმაციას გეუბნებით…»-გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში  გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩინური «სინოფარმით» ვაქცინაციის დაწყებას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა:

„მაპატიეთ, რომ არასასიამოვნო ინფორმაციას გეუბნებით, მაგრამ სიმართლე ვიღაცამ უნდა გითხრათ. თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ინფორმირებული და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. მეგონა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა, იმდენი ვილაპარაკე და საჯაროდ იმდენჯერ გავაფრთხილე. გადაწყვეტილების მიმღებნი, მაგრამ ამაოდ – არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ღუპავს საქართველოს. დღეს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ თურმე 27 აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება და რომ თურმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ექსპერტები სრულად უჭერენ მხარს, დაიწყოს ამ ვაქცინით ვაქცინაცია.

ახლა გავშიფროთ ამ გადაწყვეტილების, რბილად, რომ ვთქვათ, მცდარობა. თავშივე ვიტყვი, 2 მლნ თუ რაც გადაიხადეს ამ ნაგავში, წყალში გადაყრილი ფულია. ის მეორე ნაჩუქარი ჩინური ვაქცინის 100 000 დოზაც ასევე ნაგავში უსარგებლოდ გადასაყრელია მოპირდაპირე და აი, რატომ: ექსპერტები და ეპიდემიოლოგები, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მესამე ტალღის შესაჩერებლად ჩინური ვაქცინით დაიწყონ ვაქცინაცია, არიან ან უცოდინრები, ან კორუმპირებულები. თვითონ აირჩიონ, რომლები არიან ან თქვენ შეაფასეთ…»- განაცხადა ფხაკაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილზე განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი“-ირმა ინაშვილი დევიდ კრამერზე

Joni Kvaracxelia

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მოქმედ არასამთავრობოებს არ ენდობა

დატოვე კომენტარი