პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე ივანიშვილს დებატებში იწვევს

მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

«არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო გახშირდა პოლიტიკური დებატები სხვადასხვა პარტიას შორის, თუმცა მმართველი გუნდი მასში მონაწილეობას არ იღებს და ივანიშვილი მხოლოდ ერთი ტელევიზიის მეშვეობით მიმართავს მოსახლოებას.

ხაზარაძის განცხადებით, თუ «ქართულ ოცნებას» ქვეყნის დემოკრატიულად მართვა სურს, დებატებში მონაწილეობას უნდა დათანხმდეს. მისივე თქმით, ფორმატს და ტელევიზიას მნიშვნელობა არ აქვს და ამ არჩევანს «ქართულ ოცნებას» უტოვებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილო, ნებისმიერ თქვენ მიერ კონტროლირებად ტელევიზიაში გამოდით, თუ თვლით, რომ დემოკრატიას აშენებთ, გამობრძანდით და დავიწყოთ დებატები. დებატები არა იმისათვის, ვინ ვის აჯობებს, არამედ დებატები იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, სად არის გადარჩენის გზა, სად არის ის ფორმულა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ მძიმე მდომარეობიდან, რომელშიც თქვენ ის შეიყვანეთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ იმალებით. ჩვენი „მარშალის გეგმით» შეგვიძლია ავირიდოთ პასუხისმგებლობა, თუ როგორ გამოვა ქვეყანა ამ კრიზისიდან და აშენდება, როგორც შემდგარი სახელმწიფო,»- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ივანიშვილმა რაც არ უნდა გააკეთოს «მთავარი არხი» ეთერში გავა»-ნანუკა ჟორჟოლიანი(ვიდეო)

უნგრეთის პრეზიდენტი იანოს ადერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს მცხეთაში ეწვია

რა კრიტერიუმით შეუშვებენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან ვიზიტორს შენგენის ზონაში

დატოვე კომენტარი