covid-19

მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პარტია «ლელო საქართელოსთვის» ლიდერი facebook-ის გვერდზე წერს.

«მოგესალმებით მეგობრებო, ჩემს თანამებრძოლებს, «ლელოელ» თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე.

ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ.

ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით.
ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხისმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა.

«ქართული ოცნების» კრახმა Covid19-თან ბრძოლაში ათასობით ადამიანი დააზარალა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური კუთხით.

თუმცა, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას!
covid19-თან გამკლავება და მისი დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი.

წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირა გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, ამ ბრძოლაში უკან დახევა და დანებება წარმოუდგენელია. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად დავამარცხებთ კოვიდინფექციასაც და «ოცნების» ხელისუფლებასაც,» — წერს მამუკა ხაზარაძე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კორონავირუსი მსოფლიოში: ჯანმო-მ ინდური შტამის საშიშროების დონე გაზარდა

Joni Kvaracxelia

«ვინც საქართველოში ვაქცინაციის პროცესს ანხორციელებს, ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან»-გიორგი ფხაკაძე

roma sajaia

ფოთის რამდენიმე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი