განცხადებები

მამუკა ბახტაძე ხონის საპატიო მოქალაქე გახდა

საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ხონში სახალხო დღესასწაულზე განაცხადა, რომ  ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული, დიდი ენერგიით სავსე ქალაქი.

«ჩემთვის დღეს არის განსაკუთრებით ემოციური დღე. პირველ რიგში მსურს, მოგილოცოთ გიორგობა და მსურს, ამ ულამაზესი კუთხიდან სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის დღესასწაული. ჩემთვის ყოველი ჩამსვლა ხონში არის ძალიან ემოციური, რადგან მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩვენი ფესვებით. ხონი ეს არის უნიკალური კუთხე ჩვენი სამშობლოსთვის. ეს არის ულამაზესი კუთხე, რომელმაც ძალიან ბევრი საიდუმლო და ფასეულობა შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს»,

«ხონი არის კუთხე, რომელიც განათლებას განსაკუთრებით აფასებს. ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული, რომელიც იყო ხონელების თხოვნა, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა დროულად. პირველი სკოლა, სოფელ გორდის სკოლა და სკოლა სოფელ გოჩა ჯიხაიში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სკოლა საქართველოში. წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობასა და ავაშენებთ ყველაზე მაგარ, თანამედროვე ახალგაზრდულ ცენტრს. გპირდებით, რომ ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული, დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ბევრი ტურისტი და სადაც იქნება ნამდვილი იმერული სტუმართ-მასპინძლობა», – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

«პირველი არხის» ინფორმაციით შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ყველა დეპუტატი დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ — ზაალ უდუმაშვილი

«არავის ვემსახურები ალლაჰის გარდა შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს თქვე ღორის ნაშიერებო»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

„საქართველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია…»-მამუკა მდინარაძე აშშ-ის კონგრესში დამტკიცებულ საქნციების კანონპროექტზე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი