განცხადებები

მამა გიორგი მამალაძეს სამარხვო საკვებს არ აწვდიან

დეკანოზი  გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში იძულებით შიმშილობს, ის საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რადგან მას ისეთ საკვებს  აწვდიან რომელიც სამარხვო არ არის.

„მე-18 დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს ჩემს ძმას სამარხვო საკვებით მომარაგებას. ამიტომაც ჩემმა ძმამ უარი განაცხადა მე-18 დაწესებულების საკვების მიღებაზე. როდესაც ღუდუშაურის კლინიკადან გადაჰყავდათ ჩემი ძმა მე-18 დაწესებულებაში, ოჯახს პირობა მოგვცეს, რომ სათანადო მკურნალობას გაუწევდნენ იმ მძიმე დაავადებასთან დაკავშირებით, რაც ჩემს ძმას დაემართა. მაგრამ ვხედავთ, რომ ელემენარული ყურადღებაც კი არ ექცევა. ამიტომაც ვითხოვთ ჩემი ძმის იმ დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც სიცოცხლე შენარჩუნდება,“ — განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ  თორნიკე მამალაძემ.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

«ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება…2024 წელს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ ხელისუფლება»

roma sajaia

სუს-ი ვასამბეკ ბოკოვის დაკავებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

«დღეს სოხუმის დაცემის დღეა და წაგების უფლება არ მქონდა»-ლაშა ტალახაძემ გამარჯვება სოხუმის გმირებს მიუძღვნა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი