სხვადასხვა

მალხაზ მაჩალიკაშვილს შვილის მკვლელის სახელი და გვარი გაუგზავნეს- პროვოკაცია, რომელიც შვილმკვდარი მამის მიმართ ხორციელდება

სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას მორიგ პროვოკაციაში ადანაშაულებს, შვილმოკლული მამის განცხადებით უცნობმა პირებმა მას, იმ სპეცრაზმელის სახელი და გვარი გაუგზავნეს, რომლის გასროლილმა ტყვიამაც თემირლანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს,   სუსი ინტერნეტ ბოტების მეშვეობით ცდილობს მის შურისძიების წაქეზებას და ძალადობაზე პროვოცირებას.

«ერთ-ერთი ადამიანია ირაკლი ზაქარეიშვილი, ალბათ ძალიან კარგ თანხას უხდიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრიმინაციისათვის. სუს-ი პირდაპირ აცხადებს, რომ ამან არ მოკლა, ამან მოკლა, ეს დამნაშავეა. მაგრამ მე არ ვიცი ის გვარი. მაგრამ ერთი ცხადია, ერთი ვიცი. ყოველი ახალი გვარის გამოჩენისას მე მიკლავენ ისევ თემირლანს. ყველაფერი გამჟღავნდება, ყველაფერი სამართალი დაიდება. მთელი ქვეყანა გაიგებს რამდენად შეტოპა სახელმწიფომ, რამდენად შეტოპა ჭაობში თემირლანის საქმის გამო. არ გამოგივათ . საკმაო დრო გავიდა, წელიწადნახევარი გავიდა. მთელი ჩემი ფსიქიკა შეისწავლეთ, მთელი ჩემი ყოფაქცევა შეისწავლეთ მაგრამ ხომ ხედავთ არც მიყიდით, არც გამტეხთ, არც დამაშინებთ. თქვენ კი არა გომელაურის უწყება, თქვენ ნაირი ათი უწყება კიდევ, რომ დაგემატოთ არ გამოგივათ ჩემთან არაფერი,»-განაცხადა  მაჩალიკაშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

2 წლის ანიტა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

ტყიბულში მრავალშვილიან ოჯახს პროცენტის გადაუხდელობის გამო ბანკმა ნივთები ჩამოართვა

Joni Kvaracxelia

“რუსეთში თუ მომენატრება ცხოვრება, აუცილებლად შევალ აყროლებულ ფარდულში საცხოვრებლად”-დეპარდიე რუსეთს ტოვებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი