სხვადასხვა

«მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციიდან გააძევეს, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია»-ვარლამ გოლეთიანი მაჩალიკაშვილზე

«ინტერნეტსივრცეში ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რიონის ხეობის მცველებმა ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციიდან გააძევეს, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ინფორმაციაა. ამ ყველაფერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ბატონ მალხაზსაც შევეხმიანეთ და მასაც ავუხსენით ეს ყველაფერი.

აქ მოსვლა არავისთვის აკრძალული არ არის და ჩვენ ყოველგვარ დაპირისპირებას ისედაც ვემიჯნებით. აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ ამ თემას არ მოჰყვეს შემდგომი გაგრძელება და გვინდა, რომ აღარ იყოს ამ თემაზე სპეკულაციები. მოგეხსენებათ, რთულ ფაზაში ვართ გადასული და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, დააპირისპიროს ჩვენთან სხვადასხვა პერსონა თუ ჯგუფი. ვხედავთ, რომ ათასგვარი ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან»_ განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ზუგდიდში სააკაშვილის ძმა რესტორანში არ შეუშვეს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

გოგი წულაიასა და დომენიკ მანგოს დაპირისპირება (ვიდეო)

დატოვე კომენტარი