covid-19მსოფლიოში

მალე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს ჩეხეთი და სლოვაკეთი

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. შესაბამისი განცხადებები ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა გააკეთეს.

„სიტუაცია ძალიან სერიოზულია და ვფიქრობ, რომ ძალიან რადიკალური და თამამი გადაწყვეტილებების მიღება გვჭირდება”, — განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა, იგორ მატოვიჩმა.

აღნიშნულ ზომას სლოვაკეთის მთავრობა 30 სექტემბერს დაამტკიცებს და ეს მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც სლოვაკეთში ვირუსის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობა დაწესდება.

თავის მხრივ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა მთავრობის რიგგარეშე სხდომა მოიწვია, რომელზეც საგანგებო მდგომარეობა დამტკიცდება.

ახალი შეზღუდვების მიხედვით პირველი ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა სპორტული და კულტურული ღონისძიება, ასევე რელიგიური რიტუალები აიკრძალება. რესტორნები, ბარები და კაფეები კი 22:00 საათამდე იმუშავებს.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

ზელენსკი თვითიზოლაციაში გადავიდა

ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არ იგეგმება-ამირან გამყრელიძე

მხოლოდ ვაქცინა ამ კრიზისს ვერ გადაჭრის — გაეროს გენ მდივანი

დატოვე კომენტარი