განცხადებები

მაკა ჩიჩუა: «ნაცმოძრაობამ» სიბნელიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამოგვიყვანა

«არასდროს ვყოფილვარ არჩევნებზე და ცხოვრებაში პირველად, 2012 წელს «ქართულ ოცნებას» მივეცი ხმა. და დიდი სიხარულით მივეცი ხმა, რომ იმის მერე რაც გამოვიარეთ, ეს იქნებოდა ხელისუფლება რომელიც ამას რაღაცნაირად დაარბილებდა, დააბალანსებდა და გამოვიდოდით მძიმე მდგომარეობიდან. მიუხედავდ იმისა, რომ აბსოლუტურად ვაფასებ წინა ხელისუფლების პროგრეს, როგორ მივდიოდით ეკონომიკურ საკითხებში. სიბნელიდან რომ გამოვედით ამას ხომ არ უნდა ბევრი ლაპარაკი? იმ საოცარი ეკონომიკური კრიზისიდან რომ გამოგვიყვანა წინა ხელისუფლებამ, ესეც ხომ აღსანიშნავია? მე ყოველთვის მინდა ობიექტური ვიყო, არასდროს მიკერძოებული არ ვყოფილვარ ცხოვრებაში. ყოველთვის მინდოდა ეს მომერგო, აღმენიშნა მაგრამ, რა პარალელური სისასტიკეც მიდიოდა, მე იმას ვუთხარი უარი. მე იმ სისასტიკეს დავუპირისპირდი და ამიტომ მივეცი «ოცნებას» ხმა. ზუსტად იგივე პროცესისკენ რომ მივდივართ, აი ეს მადარდებს. მე უკვე დავიწყე ამ პარალელების გავლება» — განაცხადა «ტვ პირველის» ეთერში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ მაკა ჩიჩუამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

სამშობლოს ვერავინ შეგვიცვლის, ის ერთადერთია !

Joni Kvaracxelia

«მადლობა ქალბატონ სალომეს, იგივე ნინოს, მადლობა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს»-მეუფე დანიელი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე

დატოვე კომენტარი