covid-19განცხადებები

მაინც არის დიდი თავშეყრები,დიდი სუფრები და შესაბამისად ვრცელდება ინფექციაც-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ  მაინც არის დიდი სუფრები, თავყრილობები და შესაბამისად, ვრცელდება ინფექციაც.

«როდესაც იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი, გარდაცვალების მაჩვენებლის მატება დაახლოებით ორკვირიანი ჩანაცვლებით აგვიანებს. სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ ამ რაოდენობის ფარგლებში შეიძლება, შენარჩუნდეს გარდაცვალება. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიცვათ რეკომენდაციები. მესმის, რთულია, ცხელა და ადამიანებს უჭირთ პირბადის ტარება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. პირბადე, აცრები და თავის შეკავება დიდი თავშეყრებისგან. მიუხედავად ბევრი საუბრისა, ეს დიდი თავშეყრები მაინც არის, მაინც არის დიდი სუფრები, დიდი თავყრილობები და შესაბამისად, გავრცელებაა ინფექციის. მესმის, რთულია, მოსახლეობას უჭირს, მაგრამ მეორე პინაზე დევს ადამიანთა სიცოცხლე»-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«იბერია მართლაც გაბრწყინდებოდა, ჩვენ რომ სწორად გვემოღვაწევა…ქრისტიანების გარდა ყველაფერი ვართ დღეს ჩვენ»

კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა მოიხსნება პირველი ივნისიდან

«ვგულშემატკივრობდი რუსეთის წინააღმდეგ, ხორვატიის ნაკრებს. ამას ვაღიარებ და საერთოდ არ ვნანობ, რაც გავაკეთე»

დატოვე კომენტარი