მსოფლიოში

მაიკ პომპეო მონღოლეთსა და სამხრეთ კორეაში არ ჩავა — დონალდ ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იაპონიას ეწვევა, თუმცა როგორც დაგეგმილი იყო, მონღოლეთსა და სამხრეთ კორეაში არ ჩავა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დონალდ ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თავდაპირველად, პომპეო სამივე ქვეყანაში ვიზიტს 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე გეგმავდა. ის კვლავ აპირებს ტოკიოში გამგზავრებას, მაგრამ ვაშინგტონში 6 ოქტომბერს დაბრუნდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაიკ პომპეო დაგეგმილი მარშრუტის განხორციელებას ოქტომბერში დაუბრუნდება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

თურქეთმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს — ემანუელ მაკრონი

მიგრანტების ნავის ჩაძირვას მოყვა დიდი მსხვერპლი

ჩინეთში საკონსულო დახურეს

დატოვე კომენტარი