განცხადებები

«მადლობა ქალბატონ სალომეს, იგივე ნინოს, მადლობა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს»-მეუფე დანიელი (ვიდეო)

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა, სოფელ ფოკაში განცხადება გააკეთა.

«საკურთხევლის აღმართვიდან 30 წლისთავს ვზეიმობთ და აი, ამ წმინდა ადგილიდან, საიდანაც ნინომ დაიწყო სვლა საქართველოში და ქადაგება. 30 წლის მანძილზე ჩვენ ვზეიმობთ წმინდა ნინოს გზაზე საქართველოს ეკლესიისა და სამღვდელოების და მრევლის მოგზაურობას. ამ ზეიმს ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე, ეკლესიურად ნინო, ზურაბიშვილი, ჩვენ მას ვულოცავთ ანგელოზის დღეს. იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ ქალბატონო ნინო. შეგიწიროთ ღმერთმა ეს ღვაწლი. ასევე მინდა, აღვნიშნო ხაზგასმულად საქართველოს პრემიერმინისტრის, ბატონი მამუკა ბახტაძის. ღვაწლი არა მარტო ამ დღესასწაულის აღნიშვნაში, არამედ საერთოდ წელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაულის ასეთ მხარდაჭერაში…

«მადლობა ქალბატონ სალომეს, იგივე ნინოს, ბატონ მამუკას, ბატონ ირაკლის, პარლამენტის თავმჯდომარეს და ასევე მადლობას ჩვენ ვწირავთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს,» — განაცხადა მეუფე დანიელმა

Loading…

მსგავსი პოსტები

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია.

წესით ქუჩაში უნდა გამოვდიოდეთ და ვითხოვდეთ უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას-თაკო ჩარკვიანი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე

შედის თუ არა სამხედრო ტექნიკა საქართველოდან რუსეთში?-იხილეთ განცხადება

roma sajaia

დატოვე კომენტარი