40 წლის მამაკაცი, რომელსაც 16 წლის გოგოს გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ დაკავებულია.
შემთხვევა ლაგოდეხში მოხდა, არასრულწლოვანმა მაისის თვეში ბავშვი გააჩინა,ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც დაზარალებული გოგონას ადვოკატი აცხადებს, პოლიციამ გოგონა გამოკითხა და გოგონამ დეტალურად აღწერა 40 წლის მამაკაცის მხრიდან მასზე 2-ჯერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
«გამოძიება დაწყებული არის სისხლის სამართლის კოდექსის 140 მუხლით, რაც 16 წელს მიუღწეველთან კავშირს გულისხმობს, თუმცა ბრალი მასზე წარედგინა და გოგონა დაზარალებულად ცნობილ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. როგორც ჩანს, გამოძიებას უკვე ჰქონდა სათანადო მტკიცებულებები დაზარალებულის ჩვენების გარდა, რადგან მას ასე, ფაქტიურად დაუმძიმდა ბრალი და წარედგინა კიდეც. დაზარალებულად გამოკითხული იქნა უკვე გოგონა და მან დეტალურად მისცა ჩვენება თავისის ამ ძალადობის შესახებ,»- განაცხადა გოგონას ადვოკატმა.