მსოფლიოში

კრემლი სირიაში რუსეთის სამხედრო ინფრასრუქტურის გაფართოებას გეგმავს

კრემლი სირიაში რუსეთის სამხედრო ინფრასრუქტურის გაფართოებას გეგმავს. დამასკოს მიერ მოსკოვისთვის დამატებითი უძრავი ქონებისა და აკვატორიის გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებაში. როგორც განკარგულებიდან ირკვევა, რუსეთის შეიარაღებული ძალების საავიაციო ჯგუფის განთავსებისთვის რუსული მხარე სირიის ხელისუფლებას დამატებითი უძრავი ქონებისა და აკვატორიის გადაცემას სთხოვს.

აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმება რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალათ.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დონალდ ტრამპმა კოლინ პაუელი გააკრიტიკა

ისრაელმა უცხო ვიზიტორების შესვლა პირველ ივლისამდე გადადო

Twitter-მა 70 000 ექაუნთი დაბლოკა

დატოვე კომენტარი